“ლევან მაჭავარიანს ვეხმაურები… კომენტარებში, რაც გიწერეს, ერთი არ აგცდეს. ორი პატიმარი ცემით მოკალით, სამ ბადრაგს ყელი გამოჭრეს, 16 პატიმარი სცემეს, ეს რაც გავიგე…”

“ლევან მაჭავარიანს ვეხმაურები.., ციხიდან რომ გამოდიან მადლობებს იხდიანო, თქვენ წინა ხელისუფლების დროს უნდა გენახათო, კომენტარებში, რაც გიწერეს, ერთი არ აგცდეს. ორი პატიმარი ცემით მოკალით, სამ ბადრაგს ყელი გამოჭრეს, 16 პატიმარი სცემეს, ეს რაც გავიგე და რაც არა?…შემოდით და ნახავთ, რას ნიშნავს კარგი პირობები” – თქვა პროევროპულ აქციებზე დაკავებლმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა სააპელაციო სასამართლოში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში პროევროპულ აქციებზე დაკავებული 8 პირის პროცესი მიმდინარეობს. დღეს პირველი სასამართლო სხდომა იმართება. პროკურატურა დაკავებულებისთვის სასჯელის დამძიმებას ითხოვს.
“ოცნების” წევრებმა ლევან მაჭავარიანმა “TV პირველთან” ინტერვიუში თქვა, რომ ციხეში არის იდეალური პირობები და როცა ციხიდან გამოდიან მადლობებს იხდიან. მისი მტკიცებით ციხიდან ადამიანები გასუქებულები და კარგად მოვლილები გამოდიან.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – მინდა, ევროპულ დედაქალაქებს, „მივულოცო“, რომ ისინი საქართველოში ქსენოფობიას აფინანსებენ – ეს თუ არ არის სირცხვილი ევროპის, მაშინ, ან არ იციან რა არის სირცხვილი, ან არ იციან, რა არის ქსენოფობია, ან არ იციან, რა არის ევროპა