ლევან მაჭავარიანი: 26 ოქტომბრის არჩევნებში დიდი ანგარიშით გავიმარჯვებთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, როგორც საქართველო სჭირდება მეგობრული ურთიერთობა -სთან და ევროკავშირთან, არანაკლებ სჭირდება საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობა აშშ-ს და ევროკავშირს ქვეყნის უნიკალური დალოცვილი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე.

დეპუტატი აცხადებს, რომ 26 ოქტომბერი მნიშვნელოვანი და მმართველი გუნდი დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

მისი თქმით, გლობალური ძალები მიხვდებიან, რომ ოპოზიციას გამარჯვების ნულოვანი შანსი აქვს.

„პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის , სადაც ძალიან დამაჯერებლად და დიდი ანგარიშით გავიმარჯვებ. შესაბამისად, ის გლობალური ძალები, რომლებსაც სამწუხაროდ, ძალიან დიდი გავლენა აქვთ ამერიკულ და ევროპულ ბიოუროკრატიაზე და რიგ პოლიტიკოსებზე, მიხვდებიან იმას, რომ მიუხედავად მათი გაასმაგებული მცდელობისა, ხელისუფლებაში მოიყვანონ რადიკალური ძალები, ყველაფერში ხელს უწყობენ და მთლიანად არღვევენ გაეროს წესდებას თუ ჩვენს სუვერენიტეტს, ოპოზიციას ნულოვანი შანსი აქვს და გაიმარჯვებს მაინც „ქართული ოცნება“.

ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გადაწყვეტილებით გაიმარჯვებს ქართული ოცნება“. მოუწევთ, შეეგუონ იმ რეალობას, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ საქართველოში.

ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც კი ში ომი დასრულდება, ურთიერთობები ავტომატურად გადაიტვირთება.

ჩვენს საზოგადოებას მინდა შევახსენო, როგორც საქართველო სჭირდება მეგობრული ურთიერთობა აშშ-სთან და ევროკავშირთან, არანაკლებ სჭირდება საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობა აშშ-ს და ევროკავშირს ჩვენი უნიკალური დალოცვილი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე“, – აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – სანქციები არის უსამართლობა – დიდი ხანია ჩვენ ამ დაშინების ქვეშ ვართ, უბრალოდ, თავს ვერ მივცემთ უფლებას გარედან ზეწოლამ გვაიძულოს ისეთ მოცემულობაში ჩავაყენოთ ქვეყანა, რომ ისტორიამ მოღალატეებად განგვსაჯოს