ლევან მაჭავარიანი – ჰელსინკის კომისია რეპუტაციულად ისე დაზიანდა ჩვენი მოსახლეობის თვალში, რომ მაგათი აქტი, არ მგონია, ვინმეს აინტერესებდეს – სანქციები ჩვენ არც გვაშინებს

ჰელსინკის კომისია რეპუტაციულად ისე დაზიანდა ჩვენი მოსახლეობის თვალში, რომ მაგათი აქტიც არ მგონია ვინმეს აინტერესებდეს – სანქციები ჩვენ არც გვაშინებს და არც რაიმე სიახლეა ამაში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც სენატში საქართველოსთან დაკავშირებით ჩანიშნულ მოსმენაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, ორ წელზე მეტია, რაც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე დე ფაქტო სანქციების ქვეშ იმყოფება.
“ჰელსინკის კომისია რეპუტაციულად ისე დაზიანდა ჩვენი მოსახლეობის თვალში, რომ მაგათი აქტიც არ მგონია ვინმეს აინტერესებდეს. ახალი სხდომა ჩაინიშნება თუ რამე განცხადება გაკეთდება, არ მგონია, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობისთვის საინტერესო იყო. სანქციებს რაც შეეხება – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ორწელიწად-ნახევარზე მეტია, ფაქტობრივად, იმყოფება დე ფაქტო სანქციების ქვეშ. სანქციები ჩვენ არც გვაშინებს და არც რაიმე სიახლეა ამაში. 2 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს გაყინული [ბიძინა ივანიშვილს] და ყველა სასამართლო ინსტანცია აქვს მოგებული და ჯერჯერობით ეგ ფული არ უბრუნდება. შესაბამისად, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე დე ფაქტო სანქციების ქვეშ უკვე იმყოფება მთელი ეს წლებია,” – განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, მედიის ინფორმაციით, 12 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში საქართველოს შესახებ მოსმენა ჩაინიშნა.