ლევან მაჭავარიანი – ხელოვნური დაძაბულობის და აჟიოტაჟის შექმნა სურთ ოპოზიციის აქტივისტებს, გარედან დაფინანსებულ „ტიტუშკებს“ და „აკაცუკებს“ – მისასალმებელია, რომ გამოძიება დაწყებულია

ხელოვნური დაძაბულობის და აჟიოტაჟის შექმნა სურთ ოპოზიციის აქტივისტებს, გარედან დაფინანსებულ „ტიტუშკებს“, „აკაცუკებს“, – ამის შესახებ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მელიქიშვილის გამზირზე „ქართული ოცნების“ შტაბთან მიმდინარე აქციას და 8 სექტემბერს მომხდარ დაპირისპირებას.
ლევან მაჭავარიანის თქმით, უნდა ჩატარდეს მშვიდ გარემოში და ეს პირველ რიგში „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედის.
„ჩვენ მივყვებით ჩვენს დღის წესრიგს. საარჩევნო შტაბში არის 24 – საათიანი მუშაობა, ვინაიდან ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ აუცილებლად პირველ ტურში უნდა დავასრულოთ არჩევნები, აუცილებლად ასეც მოხდება ამ მუშაობის პირობებში. ჩვენ, „ქართული ოცნება“ ყველანაირად ხელს ვუწყობთ, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მაქსიმალურად მშვიდი და რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ ოპონენტებსაც ამისკენ. თუმცა ჩვენ ვატყობთ, რომ ხელოვნური დაძაბულობის და აჟიოტაჟის შექმნა სურთ ოპოზიციის აქტივისტებს, გარედან დაფინანსებულ „ტიტუშკებს“, „აკაცუკებს“. ამან უკვე სისტემური ხასიათი მიიღო, გუშინაც ვნახეთ, როგორ მოვიდნენ შტაბთან, როდესაც აქ ჩვეულებრივი წინასაარჩევნო სამუშაო მიმდინარეობდა, მხარდაჭერებთან შეხვედრა და როგორ გვშლიდნენ ხელს, რა შეძახილები იყო გარედან, ნივთებს გვესროდნენ და ა.შ. ეს არის პირდაპირ უხეში დარღვევა წინასაარჩევნო კამპანიის. მისასალმებელია, რომ გამოძიება სწორედ ამ მუხლითაა დაწყებული“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ