ლევან მაჭავარიანი – რუსეთის რიტორიკის ცვლილებას ჩვენ პოზიტიურად ვაფასებთ, თუმცა მას კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს – მაგალითად, ჯარების გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან

რა თქმა უნდა, რიტორიკის ცვლილებას ჩვენ პოზიტიურად ვაფასებთ, თუმცა ამ ყველაფერს კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ს საგარეო საქმეთა მინისტრის, ს განცხადებას.
მისი თქმით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან მათი ჯარების გაყვანით უნდა გამოიხატოს.
„რა თქმა უნდა, რიტორიკის ცვლილებას ჩვენ პოზიტიურად ვაფასებთ, თუმცა ამ ყველაფერს კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს. მაგალითად, ისეთი როგორიცაა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან მათი ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით…
როდესაც ჩვენ ჰააგა და სტრასბურგი მოვიგეთ და მოვუხსენით ყველანაირი საფრთხე და რისკი ჩვენს გმირს სამხედროებს, რომ ომის დანაშაულის ჩადენა ან ადამიანის უფლებების დარღვევა დაბრალებოდათ, შემდეგ უკვე ჩვენ კონკრეტული და ვაჟკაცური ნაბიჯები გადავდგით. პირველი გზავნილები ჩვენი მხრიდან წავიდა – ეს არის ურთიერთშერიგებაზე, ურთიერთპატივისცემაზე და ურთიერთპატიებაზე დამყარებული ნაბიჯები. ჩვენ ამ ნაბიჯებს უკუპასუხები მოჰყვა. რა თქმა უნდა, ეს ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და შესაბამისად, რუსეთის გარეშე ამ ტერიტორიების დაბრუნება ცოტა წარმოუდგენელია. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ეს რიტორიკის ცვლილება პოზიტიური სიგნალია, თუმცა რიტორიკის ცვლილება რომ რეალისტურ ნაბიჯებში გადაიზარდოს და მხოლოდ გაუმყარებელ სიტყვებად არ დარჩეს, ჩვენ უნდა ვიხილოთ შემდეგი ნაბიჯები, როგორიც არის მაგალითად, საუბრის დაწყება ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
გარდა ამისა, მაჭავარიანმა ისაუბრა ს ე.წ. „საგარეო უწყების” განცხადებაზე, რომელიც თბილისის მერის, კახა კალაძის საპასუხოდ გაკეთდა და აღნიშნა, რომ მათი კომენტარები მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.
„ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ე.წ ხელისუფლების კომენტარები, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს ოს და აფხაზ და-ძმასთან შერიგებაზე. შესაბამისად, იმ ე.წ ხელისუფლების აზრი ან განცხადება, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია ნდობა თავის ხალხში, ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა და ფასი არ აქვს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით „მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით.
აღნიშნულს გამოეხმაურა თბილისის მერი, და აღნიშნა, რომ ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მაგალითად საქართველოს ტერიტორიების გარკვეულ ნაწილზე, რომელიც ოკუპირებულია და დღეს რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, დაიწყოს თუნდაც სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ ნაწილების, ჯარის გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან.
მოგვიანებით აფხაზეთის ე.წ. „საგარეო უწყებამ“ თბილისის მერს, კახა კალაძეს უპასუხა და განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სხვა მითიურ ტერმინების შესახებ რეალობასთან შეუსაბამო სტერეოტიპებზე სპეკულირების ნაცვლად, ქართველმა პოლიტიკოსებმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით უნდა დაიწყონ.