ლევან მაჭავარიანი: პასუხი უნდა აგონ იმ ჭორაობის გამო, რომელიც საქართველოს ულახავს რეპუტაციას

“მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ამ ადამიანებს კონკრეტული არგუმენტები აქვთ. თუ მათ მტკიცებულებები ექნებოდათ, მაგ შემთხვევაში, კითხვა ჩნდება რატომ არ წარადგინეს, ეს მტკიცებულებები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ეს არის ჩვეულებრივი ჭორაობა. ეს ყველაფერი ძალიან გვაგონებს იმ მოვლენებს, რომელიც ვითარდებოდა რუსეთ-უკრაინის ომის დროს. ზუსტად ეს აქტორები გვაბრალებდნენ, რომ თითქოს შავი ხვრელი ვიყავით რუსეთისთვის, სანქციების გვერდის არიდებაში. ანალოგიურთან გვაქვს საქმე.
ესენი არიან ქვეყნის მტრები, ესენი არიან ადამიანები, ვისაც ურჩევნია, რომ ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა.
ვფიქრობ, მათ არანაირი ფაქტი არ გააჩნიათ. პასუხი უნდა აგონ იმ ჭორაობის გამო, რომელიც საქართველოს ულახავს რეპუტაციას, მეორე მხრივ, ზრდის რისკებს, რომ ჩვენს ქვეყანაში რაღაც უბედურება მოხდეს, რაზეც ისინი ლოცულობენ.” – თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა სუს-ის გამოძიების ფარგლებში გამოკითხვებზე.
შეგახსენებთ, რომ 7 მარტს სუს-ში ტაბულას უთხრეს, რომ ბოლო დღეებში რამდენიმე პირის მიერ გაკეთდა საჯარო განცხადებები “საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ”, რაზეც უწყებამ გამოძიება დაიწყო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, , თავდაცვის ყოფილი მინისტრი, , საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი და გივი თარგამაძე გუშინ დაიბარა.
სავარაუდოდ, სუს-ს კითხვები ჰადსონის ინსტიტუტის კვლევასა და პოლიტიკოსების მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებებზე აქვს.
მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა , რომელმაც განაცხადა, რომ შეკითხვები მის გამოსვლასთან დაკავშირებით ჰქონდათ.
რაც შეეხება, გივი თარგამაძეს, ტაბულას უწყებაში უთხრეს, რომ მასთან დაკავშირდება ვერ ხერხდება, რადგან “ტელეფონი გამორთული აქვს” და იმედი აქვთ, რომ თარგამაძე მედიასაშუალებებისგან გაიგებს.
მოგვიანებით, TV პირველმა თარგამაძის ოჯახის წევრზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გივი თარგამაძე უცხოეთში იმყოფება.
ხოლო, და გიორგი კანდელაკი თბილისის საქალაქო სასამართლოში ახლა იკითხებიან

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: ამერიკულმა ტელევიზიამ აღიარა შეცდომა – ადრე STING-ის გადამჭერი უპილოტო სისტემები “ამერიკის მაღალტექნოლოგიურ არსენალად” მოიხსენია, თუმცა ამჯერად განმარტეს, რომ ეს უკრაინის უახლესი ტექნოლოგიაა (ვიდეო)