ლევან მაჭავარიანი – ოპოზიციას ვურჩევდი, მოემზადონ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომ ისევ გამანადგურებელი ანგარიშით არ წააგონ – სალომე ზურაბიშვილის ოფისში „სახლობანას“ თამაშს, სჯობს, მალე დაუბრუნდნენ რეალობას

სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია – მას ლიდერის თვისებები და უნარ-ჩვევები არ გააჩნია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო რამდენიმე წელია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური აქტივისტია“.
„სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია. მას ლიდერის თვისებები და უნარ-ჩვევები არ გააჩნია – არის „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრი. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ქალბატონი იქით მხარეს გადავიდა – ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვატყობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური აქტივისტია“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
კითხვაზე, რა შანსები აქვს ოპოზიციას ერთობლივი შეხვედრების ფონზე, მაჭავარიანმა უპასუხა, რომ ისინი „რაც უფრო მალე დაბრუნდებიან რეალობაში, მათთვის უკეთესი იქნება“.
„უკვე გავიდა რამდენიმე თვე, ახლოვდება თვითმმართველობის და ვურჩევდი, რომ უკვე დაიწყონ მზადება იმისთვის, რომ იმავე გამანადგურებელი ანგარიშით არ წააგონ არჩევნები, როგორც საპარლამენტო არჩევნები წააგეს. სადღაც ოფისი აქვს ნაქირავები ზურაბიშვილს და იქ ისევ გრძელდება სახლობანას თამაში, თითქოს პრეზიდენტის რეზიდენციაში მიდიან. რაც უფრო მალე დაბრუნდებიან რეალობაში, მათთვის მით უკეთესი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.