“როდესაც უნივერსიტეტში ასეთ პოზიციაზე ხარ და როდესაც საჯაროდ, ასე ღიად უჭერ ოპოზიციას, რადიკალიზმს მხარს და შემდეგ ცდილობ, რომ სტუდენტების აზრის ფორმირებაზე გავლენა მოახდინო, ეს არის ყოვლად მიუღებელი, ვინაიდან იგი უნდა იყოს დაკავებული მხოლოდ იმითი, რომ სტუდენტების განათლების დონემ აიწიოს თავის უნივერსიტეტში და არა იმითი, რომ სტუდენტებს თავში ჩაუდოს, რომ რადიკალიზმი და ძალადობა არის მისაღები ჩვენს ქვეყანაში” – ამბობს ლევან მაჭავარიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორზე, ნინო დობორჯგინიძეზე.
ცნობისთვის, ნინო დობორჯგინიძე 8 თებერვალს მონაწილეობას იღებს პარტია თავისუფლების მოედნის სამოქალაქო ფორუმში “ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება – საქართველოს გულისთვის.” სწორედ ამას ეხმაურება ივანიშვილის დეპუტატი.
“ფორუმი არის განსხვავებული აზრების შეჯერებისა და მომავლის გააზრებისთვის. ვიმსჯელებთ სახელმწიფოს როლზე, მოქალაქისა და ხელისუფლების ურთიერთობაზე, ქვეყნის ღირებულებებსა და საქართველოს ადგილზე მსოფლიოში” – წერს თავისუფლების მოედანი განცხადებაში




