ლევან მაჭავარიანი: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ეს ჩვეულებრივი ფარატინა ფურცელია, უპასუხოდ მაინც არ დავტოვებთ

“ჩვენ ამასაც მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ეს ჩვეულებრივი ფარატინა ფურცელია, უპასუხოდ მაინც არ დავტოვებთ. კონკრეტულად რა ფორმატში და რომელი ლიდერი, ამაზე მე დღეს ვერ ვისაუბრებ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერს პუნქტობრივად გაეცემა პასუხი ამ შემთხვევაშიც, რომ პასუხის გარეშე ეს არ დარჩეს. […]
ჩვენთვის ეს აბსოლუტურად არაფერს არ წარმოადგეს, თუმცა მაინც უპასუხოდ არ დავტოვებთ’ – ამბობს ივანიშვილის დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი გაერთიანებული სამეფოს მიერ დასანქცირებული სამთავრობო TV იმედის ეთერში “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში, ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე.
🔴 10 მარტს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხრივ მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის ავტორი პროფესორი პატრისია გჟებიკია.
ცნობისთვის, ეუთოს 23-მა ქვეყანამ, მათ შორის, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის შესასწავლად მოსკოვის მექანიზმი იანვრის ბოლოს აამოქმედა.
ანგარიშის მიხედვით, მომხსენებელმა 14-დღიანი მისიის დროს დაადგინა, რომ მანდატით განსაზღვრულ პერიოდში, ანუ 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა შეინიშნებოდა.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მომხსენებელმა შეამჩნია “ძალადობისა და სხვაგვარად ძალის ბოროტად გამოყენების შემთხვევები დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ,” ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, ანგარიშის მიხედვით, ძალადობამ, შეიძლება ითქვას, რომ “წამების ზღვარსაც მიაღწია,” რასაც “თან ახლდა” ძალადობის ჩამდენთა “სრული დაუსჯელობა”

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?