ლევან მაჭავარიანი – მაშინ, როცა აშშ-ის ადმინისტრაციასთან ყველაფერში თანხვედრა გვაქვს, ადმინისტრაციის დუმილი გასაკვირია – მინიმალურ მადლიერებას ველოდით და აბსოლუტური დუმილია, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს

მაშინ, როდესაც -ის ადმინისტრაციასთან ყველაფერში თანხვედრა გვაქვს, მაშინ როდესაც ბატონი ტრამპის მხარდამჭერები ვიყავით და ვართ, საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის ადმინისტრაციის დუმილი ჩვენთვის გასაკვირია – მინიმალურ მადლიერებას ველოდით და ჯერჯერობით აბსოლუტური დუმილია, რაც ჩვენს გუნდში კითხვის ნიშნებს აჩენს, – ამის შესახებ დღეს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, USAID-ს ყოფილი ხელმძღვანელის სამანტა პაუერის განცხადება იმის თაობაზე, რომ ორგანიზაციამ მოლდოვაში ათობით მილიონი დოლარი დახარჯა, “მორიგი აღიარებაა იმისა, რასაც “ქართული ოცნება“ თითქმის 4 წლის განმავლობაში და ასევე ტრამპის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს“.
მაჭავარიანის განცხადებითვე, “იმ ფონზე, რომ საქართველოს ხელისუფლება უკვე წლებია ამაზე საუბრობს და ს პოლიტიკურ ხედვებთან ყველა საკითხში აბსოლუტური თანხვედრა აქვს, აშშ-ის ადმინისტრაციის დუმილი საქართველოსთან მიმართებით გასაკვირია“.
“პაუერმა დაადასტურა, რომ მათი დაფინანსებული „ენჯეოები“ ერთი მხრივ, სხვადასხვა ქვეყნებში მათთვის მისაღები მთავრობების მიერ ხელისუფლების შენარჩუნებაში იყვნენ ჩართულები – ისეთი მთავრობების, რომლებიც ემსახურება „დიფ სტეიტს“ და მეორე მხრივ, ისეთი მთავრობების ხელისუფლებიდან ჩამოშორებით იყვნენ დაკავებულები, რომლებიც არ ემსახურებიან „დიფ სტეიტის“ ინტერესებს. საქართველოს მაგალითიც შეგვიძლია მოვიყვანოთ, ამ შემთხვევაში, ისეთ მთავრობებზეა საუბარი, რომელიც ეროვნულია, ზრუნავს ქვეყნის სუვერენიტეტზე და გამოდის ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან.
ამასთან დაკავშირებითაც, ძალიან რელევანტურია ის გამოძიება, რაც პროკურატურაშია დაწყებული მდიდარ „ენჯეოებთან“ მიმართებით, ვგულისხმობ იმ 7 „ენჯეოს“, რომლებსაც ანგარიშები აქვთ დაყადაღებული.
ერთადერთი, ჩვენთვის გასაკვირია ამ ყველაფრის ფონზე აშშ-ის ადმინისტრაციის დუმილი საქართველოსთან მიმართებით, მაშინ, როდესაც აბსოლუტურად ყველაფერში თანხვედრა გვაქვს, მაშინ, როდესაც ამ და სხვა მიმართულებაშიც ბატონი ტრამპის მხარდამჭერები ვიყავით და ვართ. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ მინიმალურ მადლიერებას ველოდით და სამწუხაროდ, ჯერჯერობით აბსოლუტური დუმილია, რაც ლოგიკურ კითხვის ნიშნებს აჩენს ჩვენს გუნდში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.