ირაკლი კობახიძე თავისი საქმის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალია. კობახიძე ჩვენი ქვეყნის გამორჩეული პატრიოტია და ის არის ადამიანი, რომელსაც ძალიან მაღალი დონის ინტელექტი აქვს, მის განათლებაზე საუბარი კი საერთოდ ზედმეტია […]
კობახიძეზე Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით რაღაც ატაცებული ფრაზა რომ გაქვთ – ის საქართველოს უკეთებს რეკლამას და მის ინტერესში არ შედის, რომ კომპანიას რაიმე რეკლამა გაუკეთოს. კი, პასუხისმგებლიანი და ჩვენი ქვეყნის პატრიოტი პრემიერმინისტრი ნებისმიერ პლატფორმაზე, არენაზე, ნებისმიერი საშუალებით ეცდება, რომ საქართველოს რეკლამა გაუკეთოს – ეს არის პატრიოტიზმი, რადგან მას მშობლიურობის, ეროვნულობის განცდა აქვს.
ასე უპასუხა დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე გახარიას პარტიის წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებას. ხვედელიანმა კობახიძეს კომპანია Eagle Hlls-ის გაყიდვების მენეჯერი უწოდა.




