ლევან მაჭავარიანი თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გადახდის აპარატებში საპროტესტო მიმართვების ჩართვას „ყოვლად ამაზრზენ ფაქტს“ უწოდებს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანი თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გადახდის აპარატებში საპროტესტო მიმართვების ჩართვას „ყოვლად ამაზრზენ ფაქტს“ უწოდებს.
მაჭარაშვილის თქმით, შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ და დაადგინონ, როგორ მოხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდის აპარატებიდან ჩანაწერების გაშვება და რა მიზანს ემსახურებოდა ეს ქმედება.
„რაც ჩვენ ვიხილეთ და მოვისმინეთ ყოვლად ამაზრზენი და შემაძრწუნებელი იყო. ამით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი უკვე დაინტერესდნენ. უნდა მოვისმინოთ მათი შეფასებით.
ამ რაღაცას პროპაგანდა ჰქვია. რამდენიმე კვირის წინ იყო, როცა PSP-ს რეკლამა აფთიაქების ქსელის ტელევიზორში გადიოდა, იყო ჯერ წამლის რეკლამა და შემდეგ კადრები აქციიდან, რაც პროპაგანდაზე მიუთითებს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე