ლევან მაჭავარიანი – ევრობიუროკრატებმა ჩვენი ერის ისტორია არ იციან, ქართველებმა საუკუნეების წინ მოვახდინეთ ჩვენი იდენტობის ჩამოყალიბება: ეს არის მამული, ენა, სარწმუნოება და ამას კბილებით ვიცავთ – გაუმარჯოს საქართველოს!

მგონი, ევრობიუროკრატებმა ჩვენი ერის ისტორია არ იციან, ჩვენი ხასიათი, იდენტობა არ იციან. ჩვენ, ქართველებმა დაახლოებით 17 საუკუნის წინ მოვახდინეთ იდენტიფიცირება ჩვენ სულიერ თავგადასავალთან და ჩამოყალიბდა ჩვენი იდენტობა. ეს არის ჩვენი მამული, ჩვენი ენა, ჩვენი სარწმუნოება და ჩვენ ამას კბილებით ვიცავთ. ეს ჩვენ სისხლში არის, – გაუმარჯოს საქართველოს და უფალი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მანამდე მან ისაუბრა განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ ს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. მისი შეფასებით, ეს იყო საქართველოს მორიგი გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში. მისი თქმით, ამას გარდა საქართველოს ორი მნიშვნელოვანი პროცესი აქვს რუსეთის წინააღმდეგ მოგებული, ერთი ჰააგის სასამართლოში, მეორე კი ასევე სტრასბურგის სასამართლოში.
„მას შემდეგ ჩვენ მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლო, სადაც ჩვენ დავარქვით რუსეთს ოკუპანტი და ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ ჩვენ გვესაუბრებიან რაღაც რუსული საქმის კეთებაზე. როდესაც ვკითხულობთ, რომ ერთი მაგალითი გვითხარით, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული საქმე ან რით გაზარდა რუსული გავლენა საქართველოში, ფიზიკურად პასუხი არ არსებობს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, ევრობიუროკრატები „გვადანაშაულებენ გამოგონილი თემებში აბსოლუტურად უაპელაციოდ, აღქმებზე დაყრდნობით და ამბობენ, რომ საქართველოში არის დემოკრატიული უკუსვლა“. ლევან მაჭავარიანის შეფასებით, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველო 20 ქვეყანას შორის დასახელდა, მათ შორის კანონის უზენაესობის მიმართულებით და დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით.
„ამ ს წინ დაგვიყენეს ორი ულტიმატუმი, რომ თურმე უნდა გაგვეწვია ორი კანონი, ერთი, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას – ეს არის გამჭვირვალობის უმარტივესი კანონი და თურმე გაუმჭვირვალე უნდა იყოს ის თანხები, რომელიც ერიცხება ლომჯარიას, გიგაურს. შეგახსენებთ,რომ პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა გაცილებით მკაცრი ფორმით ეს კანონი დიდ ბრიტანეთში, ხოლო მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ, მიიღო საფრანგეთმა, კანადამ და მრავალმა ქვეყანამ.
მეორე ულტიმატუმი იყო,რომ თურმე უნდა გაგვეწვია ის კანონი, რაზეც ვთანხმდებით, რომ უმნიშვნელოვანესია, ანტი-ლგბტ კანონი, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის კანონი. ნარატივი წამოვიდა ამგვარი, თითქოს „ქართული ოცნების“ მოგონილი თემაა, რომ ეს საფრთხეები არსებობს მსოფლიოში, მაშინ, როდესაც სულ რამდენიმე დღის წინ ევროკომისიის მიერ დაინიცირდა ლგბტ-ქ თანასწორობის სტრატეგია 2026-2030 წლებისთვის, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ არასრულწლოვან ბავშვებს სქესის გადაკეთების უფლება ექნებათ მშობლების ნებართვის გარეშე. შესაბამისად, ყველა აღვიქვამთ თუ როგორი საფრთხეა ეს ყველაფერი მსოფლიოსთვის.
ერთი რაღაცის თქმა მინდა – მე მგონი, ევრობიუროკრატებმა ჩვენი ერის ისტორია არ იციან, ჩვენი ხასიათი, იდენტობა არ იციან. ჩვენ, ქართველებმა დაახლოებით 17 საუკუნის წინა მოვახდინეთ იდენტიფიცირება ჩვენ სულიერ თავგადასავალთან და ჩამოყალიბდა ჩვენი იდენტობა. ეს არის ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება და ჩვენ ამას კბილებით ვიცავთ. ეს ჩვენ სისხლში არის, ეს ჩვენ ძვლებში არის და ეს ჩვენი გენეტიკური კოდის განუყოფელი ნაწილია. ხოლო ქართველების ხასიათი და როლი ჩვენმა ისტორიამ ჩამოაყალიბა და კარგად გადახედონ ჩვენ ისტორიას – სამი ათასწლოვანი უწყვეტი გენის ერი ვართ. ჩვენი ხასიათი არის მებრძოლი ხასიათი, ჩვენი როლი არის ბრძოლა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ზუსტად იგივე ერთობა იყო ამ არჩევნების წინაც. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ მილიონ ასი ათასზე მეტი მხარდამჭერი მოვიდა თვითმმართველობის არჩევნებზე. „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული ხმა ნიშნავს იმას, რომ ხმა მისცე საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და მშვიდობას საქართველოში, ხმა მისცე ჩვენი იდენტობის, კულტურის და ტრადიციების შენარჩუნებას და გამყარებას. აქედან გამომდინარე, ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, პატრიოტებო, გპირდებით, სანამ ასე გვერდში დაგვიდგებით, გამორიცხულია ჩვენ ერთ ადგილზე გავჩერდეთ -არცერთი ნაბიჯი მარჯვნივ, არცერთი ნაბიჯი მარცხნივ და მით უმეტეს, არცერთი ნაბიჯი უკან, მარტო წინ, უფრო დამოუკიდებლები, უფრო სუვერენულები და და უფრო წარმატებულები, გაუმარჯოს საქართველოს და უფალი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის სხდომაზე.