ლევან მაჭავარიანი – გახარიას შეეფერება ფრაზა: „მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, თავის ღალატსაც ღალატობს“, უცხოეთიდან გვმოძღვრავს – საკრებულოებში კოალიცია შექმენით „ნაცმოძრაობასთან“, ერთი ბოდიშიც არ მოგიხდიათ

„მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, იგი მაშინ თავის ღალატსაც ღალატობს“ – ეს ფრაზა გიორგი გახარიას შეეფერება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი გახარია, „უცხოეთიდან გვმოძღვრავს და თითქოს სამშობლოს ერთგულებაზე საუბრობს“.
„მახსენდება ოტია იოსელიანის ფრაზა: „მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, იგი მაშინ თავის ღალატსაც ღალატობსო“. ეს გახარიას შეეფერება, რომელიც გვმოძღვრავს უცხოეთიდან, თითქოს, რაღაც სამშობლოს ერთგულებაზე საუბრობს. ყველაზე კარგად ჩვენ გუნდს მოგვეხსენება, რატომ შეეფერება ეს ყველაზე კარგად გახარიას. საზოგადოებას ძალიან ბევრჯერ აქვს მოსმენილი გახარიას მხრიდან სამი თუ ოთხი სხვადასხვა ვერსია, თუ რატომ გადადგა, რეზინის ტყვიების გამოყენებაზე მისი შეცვლილი ჩვენება, ჩორჩანაზე მისი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და ასე შემდეგ“,- აღნიშნა მაჭავარიანმა.
მან „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერ საქართველოს“ შორის 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით გაფორმებულ მემორანდუმზეც ისაუბრა.
მაჭავარიანმა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს კითხვით მიმართა: შერცხვათ თუ არა მათი პარტიის ლიდერებს, როდესაც გაერთიანდნენ.
ს წინ „ლელოს“ გაუერთიანდით. ყველას კარგად გვახსოვს თქვენი ლიდერი და „ლელოს“ ლიდერი რა სიტყვებით მოიხსენიებდნენ ერთმანეთს – არ შერცხვათ როდესაც გაერთიანდნენ? ბოდიში მოუხადეს ერთმანეთს? რომელიმე გამოვიდა და ახსნა, რომელი ცდებოდა ბრალდებაში, რომელსაც უყენებდნენ?!
ერთი მეორეს თაღლითს ეძახდა, ხაზარაძე თქვენს ლიდერს ს აგენტს ეძახდა. ძალიან ბევრი უმძიმესი ბრალდება იყო. რანაირად გაერთიანდით?! საერთო კანდიდატზე, კუპრაძეზე რომ ჩამოყალიბდით, შეურაცხყოფა რომ მიაყენეთ ამომრჩეველს, 20 კაცი რომ გააჩერო ქუჩაში, ალბათ ორმა არ იცის ვინ არის კუპრაძე.
იმიტომ მოუწიათ ხაზარაძეს და გახარიას დამეგობრება, რომ იმ ვერტიკალმა დაავალა, რომელსაც არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას ვუწოდებთ, თუ გინდათ გლობალური ომის პარტია დავუძახოთ, თუ გინდათ „დიფ სთეითი“, როგორც ტრამპი ეძახის. ერთი ვერტიკალით იმართებით, როგორც ირაკლი კირცხალიამ თქვა, დივერსიფიცირება მოახდინეს თქვენმა გარე უფროსებმა, ვერ ჩამორეცხეს “ნაციონალურ მოძრაობას” სისხლიანი წარსული, ფსონი დადეს თქვენსა და “ლელოზე”, ამით შეეცადნენ ამომრჩეველი შეცდომაში შეეყვანათ“,-აღნიშნა მაჭავარიანმა.
მაჭავარიანმა გიორგი გახარიას პარტიის წევრებს შეახსენა ისიც, რომ 4 მუნიციპალიტეტში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია შექმნეს.
„4 მუნიციპალიტეტში შექმენით კოალიცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ეს არის პირდაპირი პარტნიორობა ეს ხომ ფაქტია, ამას ვერ გაექცევით. ამის შემდეგ 2022 წელი დადგა, ურთულესი წელი საქართველოსთვის, სადაც ჩვენ დანის პირზე ვიარეთ, რომ ომში არ აღმოვჩენილიყავით და თქვენ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მდიდარ ენჯეოებთან ერთად აწარმოებდით საქართველოს გაშავების კამპანიას. რომ თითქოს საქართველო იყო შავი ხვრელი სთვის სანქციების თავის არიდების კუთხით, ეს ხომ კარგად გახსოვთ და ისიც ხომ კარგად გახსოვთ, რომ ჩვენი ძალისხმევით ჩამოვიდნენ ევროკავშირიდან, ბრიტანეთიდან, -დან, სანქციების კოორდინატორები და დაადასტურეს, რომ საქართველო 5-იანზე მუშაობდა ამ მიმართულებითაც. ერთი ბოდიშიც არ მოგიხდიათ“,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.