ლევან მაჭავარიანი – გახარიას შეეფერება ფრაზა: „მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, თავის ღალატსაც ღალატობს“, უცხოეთიდან გვმოძღვრავს, თითქოს, სამშობლოს ერთგულებაზე საუბრობს – „ლელოს“ რომ გაუერთიანდით, ლიდერებს არ შერცხვათ?

„მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, იგი მაშინ თავის ღალატსაც ღალატობს“ – ეს ფრაზა გიორგი გახარიას შეეფერება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი გახარია, „უცხოეთიდან გვმოძღვრავს და თითქოს სამშობლოს ერთგულებაზე საუბრობს“.
„მახსენდება ოტია იოსელიანის ფრაზა: „მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, იგი მაშინ თავის ღალატსაც ღალატობსო“. ეს გახარიას შეეფერება, რომელიც გვმოძღვრავს უცხოეთიდან, თითქოს, რაღაც სამშობლოს ერთგულებაზე საუბრობს. ყველაზე კარგად ჩვენ გუნდს მოგვეხსენება, რატომ შეეფერება ეს ყველაზე კარგად გახარიას. საზოგადოებას ძალიან ბევრჯერ აქვს მოსმენილი გახარიას მხრიდან სამი თუ ოთხი სხვადასხვა ვერსია, თუ რატომ გადადგა, რეზინის ტყვიების გამოყენებაზე მისი შეცვლილი ჩვენება, ჩორჩანაზე მისი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და ასე შემდეგ“,- აღნიშნა მაჭავარიანმა.
მან „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერ საქართველოს“ შორის 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით გაფორმებულ მემორანდუმზეც ისაუბრა.
მაჭავარიანმა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს კითხვით მიმართა: შერცხვათ თუ არა მათი პარტიის ლიდერებს, როდესაც გაერთიანდნენ.
ს წინ „ლელოს“ გაუერთიანდით. ყველას კარგად გვახსოვს თქვენი ლიდერი და „ლელოს“ ლიდერი რა სიტყვებით მოიხსენიებდნენ ერთმანეთს – არ შერცხვათ როდესაც გაერთიანდნენ? ბოდიში მოუხადეს ერთმანეთს? რომელიმე გამოვიდა და ახსნა, რომელი ცდებოდა ბრალდებაში, რომელსაც უყენებდნენ?!
ერთი მეორეს თაღლითს ეძახდა, ხაზარაძე თქვენს ლიდერს ს აგენტს ეძახდა. ძალიან ბევრი უმძიმესი ბრალდება იყო. რანაირად გაერთიანდით?! საერთო კანდიდატზე, კუპრაძეზე რომ ჩამოყალიბდით, შეურაცხყოფა რომ მიაყენეთ ამომრჩეველს, 20 კაცი რომ გააჩერო ქუჩაში, ალბათ ორმა არ იცის ვინ არის კუპრაძე.
იმიტომ მოუწიათ ხაზარაძეს და გახარიას დამეგობრება, რომ იმ ვერტიკალმა დაავალა, რომელსაც არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას ვუწოდებთ, თუ გინდათ გლობალური ომის პარტია დავუძახოთ, თუ გინდათ „დიფ სთეითი“, როგორც ტრამპი ეძახის. ერთი ვერტიკალით იმართებით, როგორც ირაკლი კირცხალიამ თქვა, დივერსიფიცირება მოახდინეს თქვენმა გარე უფროსებმა, ვერ ჩამორეცხეს “ნაციონალურ მოძრაობას” სისხლიანი წარსული, ფსონი დადეს თქვენსა და “ლელოზე”, ამით შეეცადნენ ამომრჩეველი შეცდომაში შეეყვანათ“,-აღნიშნა მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი

ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა – რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო – ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება