ლევან მაჭავარიანი – არ გამოადგათ ქალბატონი ზურაბიშვილი – ცდილობენ მის მოშორებას, თუმცა ამ გადაწყვეტილებაშიც არ იქნებიან დამოუკიდებლები, როგორც იქნება ინსტრუქცია, ისე იმოქმედებენ

რა თქმა უნდა, არ გამოადგათ ქალბატონი ზურაბიშვილი – ცდილობენ მის მოშორებას, თუმცა ამ გადაწყვეტილებაშიც არ იქნებიან დამოუკიდებლები, როგორც იქნება ინსტრუქცია, ისე იმოქმედებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, თუ ინსტრუქცია იქნება, რომ სცენას მოაშორონ, ასეც მოიქცევიან, მაგრამ თუ ინსტრუქცია იქნება, რომ ოპოზიცია მაინც ზურაბიშვილის გარშემო უნდა გაერთიანდეს, მაშინ ერთი მაგიდის გარშემო მოუწევთ დასხდომა.
„რა თქმა უნდა, არ გამოადგათ ქალბატონი ზურაბიშვილი. ვერც იმ ქარტიამ გაამართლა, ვერც ალტერნატიული პარლამენტი ვერ ჩამოყალიბდა, რისი იდეაც ზურაბიშვილს ჰქონდა და დღეს ცდილობენ მის მოშორებას, რა თქმა უნდა, თუმცა ამ გადაწყვეტილებაშიც არ იქნებიან დამოუკიდებლები. თუ ინსტრუქცია მოდის, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი მოაშორონ სცენას, ასეც მოიქცევიან, თუ ინსტრუქცია წამოვა, რომ მაინც ზურაბიშვილის გარშემო უნდა გაერთიანდნენ, მაინც მოუწევთ დასხდომა [ერთ მაგიდასთან]. ჩვენ მიჩვეულები ვართ. ისინი წლების განმავლობაში უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ მას, მაგალითისთვის, ხაზარაძე-ელისაშვილი, მაგრამ შემდეგ უბრძანეს და ისინი გაერთიანდნენ. აქედან გამომდინარე, როგორც იქნება ინსტრუქცია, ისე იმოქმედებენ,” – განაცხადა მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს