ლევან ლორთქიფანიძე – წინ უმძიმესი დროება გველის

2024 წლის საპარლამენტო ს შედეგებსა და იმაზე, არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგს, კავკასიური სახლის თავმჯდომარეს, ლევან ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
– ბატონო ლევან, რეფერენდუმად მიჩნეული 26 ოქტომბრის არჩევნები დასრულდა. არჩევნების შედეგები ვიცით. „ქართულმა ოცნებამ“ 1 მილიონ 120 ხმა მიიღო. მთელმა ოპოზიციამ იმ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, ვინც ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი, დაახლოებით 800 ათასამდე ხმა მიიღო. თუ როგორ მოხდა ეს, ამაზე ოპოზიცია ახლა კი საუბრობს, მაგრამ, ფაქტი, ფაქტად რჩება. მიუხედავად ოპოზიციის კრიტიკული შეფასებებისა, პრემიერმა მ თქვა, რომ პარლამენტის პირველი სხდომაც კანონის შესაბამისად ჩატარდება. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები 28 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნების შედეგებზე?
– უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ სრულიად გაოგნებული და შეძრწუნებული ვარ. ყველაზე უარეს სცენარზე ფიქრის დროსაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ „ქართული ოცნება“ მილიონზე მეტი ხმის მიღებას მოახერხებდა. დაუჯერებელია, რომ 2020 წლის შემდეგ მმართველ პარტიას ორასი ათასით მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. ევროპასთან ხიდების დაწვის, საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის უმწვავესი დაპირისპირების გაღვივების, შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, წესით და რიგით, მათი მომხრეების რაოდენობა თუ არ შემცირდებოდა, არ უნდა გაზრდილიყო მაინც.
დაუჯერებელია, რომ 2020 წლის შემდეგ მმართველ პარტიას ორასი ათასით მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. ევროპასთან ხიდების დაწვის, საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის უმწვავესი დაპირისპირების გაღვივების, შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, წესით და რიგით, მათი მომხრეების რაოდენობა თუ არ შემცირდებოდა, არ უნდა გაზრდილიყო მაინც
საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ საარჩევნო უბანზე და მის მიღმა ორი პარალელური სამყარო არსებობდაო. მგონი, ყველა გონიერი და პატიოსანი ადამიანი ვიზიარებთ ამ მოსაზრებას. ხელისუფლებამ ამომრჩეველთა მობილიზებისთვის სოლიდური ფინანსური რესურსი დახარჯა, საქართველოს ყველა კუთხეში მიმდინარეობდა მოქალაქეთა მოსყიდვის პროცესი. ჩემი ოჯახის წევრებსაც კი დაურეკეს და ხელისუფლების მხარდაჭერის სანაცვლოდ კონკრეტული თანხა შესთავაზეს. ივანიშვილის გუნდმა ძალა არ დაიშურა საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანების დასარაზმად, როგორც ჩანს, მათმა დიდმა ნაწილმა ზემდგომი პირებისგან წამოსულ ზეწოლას ვერ გაუძლო და თავისუფალი ნების გარეშე გააკეთა არჩევანი უფროსობის სასარგებლოდ.
ივანიშვილის გუნდმა ძალა არ დაიშურა საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანების დასარაზმად, როგორც ჩანს, მათმა დიდმა ნაწილმა ზემდგომი პირებისგან წამოსულ ზეწოლას ვერ გაუძლო და თავისუფალი ნების გარეშე გააკეთა არჩევანი უფროსობის სასარგებლოდ
საუბედუროდ, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გამოვედით 90-იანი წლების სიბნელიდან. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები და უბნები კვლავ ელექტორალურ საბადოდ რჩება სამთავრობო ძალებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეებს ინფორმაციასა და ცოდნაზე დაფუძნებული არჩევანის საშუალება რომ ჰქონოდათ, უშიშროების სამსახურებისა თუ ადგილობრივი კლანების ზემოქმედების გარეშე რომ ემოქმედათ, ისინი ასე ერთსულოვნად არ გამოხატავდნენ ლოიალობას ოლიგარქის პარტიისადმი.
საკმაოდ უსამართლო იყო ჩვენი სახელმწიფოს დამოკიდებულება ემიგრანტების მიმართაც. ათასობით ჩვენს თანამემამულეს არ მიეცა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, რადგან ხელისუფლებამ უარი თქვა საზღვარგარეთ სათანადო რაოდენობის უბნების გახსნაზე.
პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ ყალბი პირადობის მოწმობებისა და საარჩევნო ელექტრონულ მანქანებში ჩატვირთული პროგრამების საშუალებითაც გამრუდდა კენჭისყრის შედეგები. იმედი მაქვს, დასახელებული სუბიექტები თავს მოუყრიან და სისტემურ სახეს მისცემენ თავიანთ არგუმენტებს, დაასაბუთებენ თავიანთ ვარაუდებს და მთელს მსოფლიოს წარუდგენენ მტკიცებულებებს. შედეგად, შეიძლება გაიზარდოს საერთაშორისო წნეხი ქართული დემოკრატიის მესაფლავეებზე.
საკმაოდ უსამართლო იყო ჩვენი სახელმწიფოს დამოკიდებულება ემიგრანტების მიმართაც. ათასობით ჩვენს თანამემამულეს არ მიეცა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, რადგან ხელისუფლებამ უარი თქვა საზღვარგარეთ სათანადო რაოდენობის უბნების გახსნაზე
ერთი სიტყვით, გამარჯვების გასაფორმებლად „ქართული ოცნება“ არ მორიდებია ღარიბ-ღატაკი ადამიანების დამამცირებელ მოსყიდვას, ბიუროკრატიის თანამშრომელთა მასობრივ დაშინებას, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა იზოლირებას რეალური საარჩევნო პროცესისგან.
ამგვარი მეთოდებით არჩევნებს ატარებენ ავტორიტარული რეჟიმები, ასეთ პირობებში თავისუფალი ნების გამოხატვა წარმოუდგენლად რთული ხდება ხოლმე და სამოქალაქო გმირობას, თავდადებას მოითხოვს.
გამარჯვების გასაფორმებლად „ქართული ოცნება“ არ მორიდებია ღარიბ-ღატაკი ადამიანების დამამცირებელ მოსყიდვას, ბიუროკრატიის თანამშრომელთა მასობრივ დაშინებას, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა იზოლირებას რეალური საარჩევნო პროცესისგან
– ოპოზიციის კრიტიკულ შეფასებებს ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით. მაგრამ, ფაქტია, რომ არჩევნებზე მხარდამჭერების მობილიზება „ქართულმა ოცნებამ“ უფრო შეძლო, ვიდრე ყველა დანარჩენმა ოპოზიციამ. ამის მიზეზად მოსყიდვა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება სახელდება.
დამკვირვებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ამომრჩევლის აქტიურობაზე იმოქმედა მმართველი გუნდის ლოზუნგებმა მშვიდობაზე, რომ დასავლელი პარტნიორების წინაშე „ქვეყანა ცალ ფეხზე არ უნდა იდგეს“ და თავისი ტრადიციების შენარჩუნებითა უნდა შევიდეს ევროკავშირში.
მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის იღვაწებს, მაგრამ რეგიონებში ვნახეთ, რომ საარჩევნო უბნებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ოპოზიციის წარმომადგენლებს ეუბნებოდნენ რომ მათ, „როგორც ლგბტ-ს მხარდამჭერებს ხალხი ევროკავშირში არ გაჰყვება.“
თქვენი დაკვირვებით, ხმის მიცემისას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებაში ყველაზე მეტად რამ იმუშავა?
– შეგვიძლია სამ ძირითად ფაქტორზე გავამახვილოთ ყურადღება: ოპოზიციურმა პარტიებმა მასხრად აიგდეს და არასერიოზულად შეაფასეს მშვიდობის საკითხი. მშვიდობა სჭირდება ყველას, მშვიდობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა საზოგადოების ყველა ფენისათვის, მშვიდობის გარეშე ყველაფერ დანარჩენს შეიძლება ფასი დაეკარგოს. მშვიდობის თემა ოპოზიციას „ქართული ოცნებისთვის“ არ უნდა დაეტოვებინა, თავადაც უნდა ესაუბრათ მის მნიშვნელობაზე.
ადამიანები ყოველდღიურად უყურებენ ტელევიზორში უკრაინის დაბომბილ ქალაქებს, გულგახეთქილნი ადევნებენ თვალყურს უკრაინელი ხალხის მრავალწლიან ბრძოლასა და ტანჯვას, რომელსაც ბოლო არ უჩანს, იციან, რომ ეს ყველაფერი აქვე, საქართველოს საზღვრებთან ახლოს ხდება და ბუნებრივად უჩნდებათ აბსოლუტურად ლოგიკური შიში, რომ იგივე ჩვენს პატარა, ისედაც გაუბედურებულ ქვეყანაშიც შეიძლება დატრიალდეს. ამ შიშთან ადამიანების მარტო დატოვება იყო კატასტროფული შეცდომა და „ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმა.
მშვიდობის თემა ოპოზიციას „ქართული ოცნებისთვის“ არ უნდა დაეტოვებინა, თავადაც უნდა ესაუბრათ მის მნიშვნელობაზე.. ამ შიშთან ადამიანების მარტო დატოვება იყო კატასტროფული შეცდომა და „ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმა
თქვენთან ინტერვიუებში თავად ყოველთვის ვსვამდი ამ თემაზე აქცენტს, მაგრამ, ცხადია, ჩემი ძალისხმევა ვერაფერს შეცვლიდა.
დღევანდელი სიტუაცია რაღაცით მაგონებს ვითარებას, რომელიც 2016 წელს დიდ ბრიტანეთში შეიქმნა. მაშინდელ რეფერენდუმზე უმცირესი, მიზერული უპირატესობით გაიმარჯვეს გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გამოსვლის მომხრეებმა. „ბრექსიტის“ იდეის გამარჯვება ძირითადად განაპირობეს ინგლისის დიდი ქალაქების მიღმა მცხოვრებმა, საპენსიო ასაკს მიღწეულმა, კონსერვატიულად განწყობილმა მოქალაქეებმა. რეფერენდუმის შემდეგ დიდი უნივერსიტეტების სტუდენტური ასოციაციები და მათი ლიდერები თავბედს იწყევლიდნენ და ნანობდნენ, რომ უფრო მეტი არ იმუშავეს პერიფერიებში მცხოვრებ, ასაკოვან, ტრადიციონალისტურად განწყობილ ამომრჩევლებზე.
მგონი, ჩვენც დავაკელით მუშაობა აღნიშნული მიმართულებით. ახალგაზრდა თაობისა და ემიგრაციის სულისკვეთებით აღფრთოვანებულებმა უარი ვთქვით ინტენსიურ კომუნიკაციაზე იმ ადამიანებთან, რომელთაც ბევრი მიზეზი აქვთ უიმედოდ ყოფნისათვის, მთელ სამყაროზე გაბრაზებისათვის. სამაგიეროდ, ამ ადამიანებთან ყოველდღიურ რეჟიმში ურთიერთობდა სახელისუფლებო პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც მათ უბინძურესი პროპაგანდით ურეცხავდა ტვინს.
ახალგაზრდა თაობისა და ემიგრაციის სულისკვეთებით აღფრთოვანებულებმა უარი ვთქვით ინტენსიურ კომუნიკაციაზე იმ ადამიანებთან, რომელთაც ბევრი მიზეზი აქვთ უიმედოდ ყოფნისათვის, მთელ სამყაროზე გაბრაზებისათვის. სამაგიეროდ, ამ ადამიანებთან ყოველდღიურ რეჟიმში ურთიერთობდა სახელისუფლებო პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც მათ უბინძურესი პროპაგანდით ურეცხავდა ტვინს
მმართველობის მეთორმეტე წლისთავზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ უპირატესობად რჩება ოპოზიციური ბანაკის ერთფეროვნება, უნიათობა და უნიჭობა, მათი მიწასთან გასწორებული რეპუტაცია.
ოპოზიციურ ველზე კვლავ დომინანტური როლი აქვთ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მისგან წარმოქმნილ პოლიტიკურ ჯგუფებს. სააკაშვილს, მერაბიშვილს, კეზერაშვილსა და გვარამიას არასდროს არ ეყოფათ ძალები იმისათვის, რომ ივანიშვილის მიერ კარგად გამართული ავტორიტარული, ანტიდემოკრატიული სისტემა დაამარცხონ.
– ოპოზიცია თვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ, არჩევნები გააყალბა და ჩატარებულ არჩევნებს „მოპარული არჩევნები“ უწოდა. მეტიც, არჩევნებისთვის დამზადებული ტექნიკის აუდიტის ჩატარება მოითხოვა საერთაშორისო სპეციალისტების მონაწილეობით. ამ მოთხოვნაზე პრემიერმა ირაკლი მ თქვა, რომ ეს საკითხების ადრესატი -ა და დარწმუნებულიცაა, რომ ცესკო აუდიტი ჩატარებაში მონაწილეობის მიღებაზე უარს არ იტყვის.
ძნელია იმის თქმა, აუდიტის შედეგები როგორი იქნება, მაგრამ, ახლა ის დროა იმაზე ვიმსჯელოთ რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ არჩევნების დღეს ამომრჩევლის აქტიურობა მაღალი იყო. რადგან ხელისუფლების ამომრჩევლების მიზეზებზე ვისაუბრეთ, ახლა ოპოზიციის ამომრჩევლების აქტიურობის თემა განვიხილოთ. თქვენი აზრით, რამდენად შეძლო ოპოზიციამ თავისი ამომრჩევლების მობილიზება? რადგან, მთელმა ოპოზიციამ 2018 წლის არჩევნების შედეგებიც კი ვერ გაიმეორა, რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი? ხელისუფლებამ ჯენზის თაობაზეც აქტიურად იმუშავა?
– ოპოზიციას ამომრჩევლების მობილიზების პრობლემა რომ გადაეწყვიტა, ასეთ დღეში არ ვიქნებოდით. წარმოიდგინეთ, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას „ქართულ ოცნებას“ არც ერთი სოციალური დაპირება არ ჰქონია. ივანიშვილმა პირდაპირ გვითხრა, რომ ყველაფერი კარგადაა, ნელ-ნელა ვმდიდრდებით, დღევანდელ ვითარებაში ამაზე უკეთ ყოფნა შეუძლებელია, 700 ქარხანა გადაუიარაღებიათ, 800 ახალი საწარმო აუგუგუნებიათ. ოლიგარქმა აღნიშნა, რომ სოციალ-ეკონომიკური თვალსაზრისით არაფრის შეცვლას არ აპირებს, რადგან ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი მშვენივრად და სამართლიანადაა მოწყობილი.
„ქართულ ოცნებას“ არც ერთი სოციალური დაპირება არ ჰქონია. ივანიშვილმა პირდაპირ გვითხრა, რომ ყველაფერი კარგადაა, ნელ-ნელა ვმდიდრდებით, არაფრის შეცვლას არ აპირებს, რადგან ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი მშვენივრად და სამართლიანადაა მოწყობილი
12 წლიანი მმართველობის შემდეგ, მილიარდერი ლიდერი ამ ყველაფრის თქმას ბედავს ქვეყანაში, სადაც დასაქმებულთა ყველაზე მაღალშემოსავლიან ნაწილს, დასაქმებულთა 10%-ს ჯამურად უფრო მეტი ხელფასი აქვს ვიდრე ხელფასის მიმღებთა ქვედა 80%-ს. მშრომელთა უმდიდრესი 10% ჯამში უფრო მეტ თანხას გამოიმუშავებს, ვიდრე მშობელთა 80%. აქ არ მთავრდება კოშმარი. საქართველოში დასაქმებულთა უმდიდრესი 1% (ტოპმენეჯერები, მსხვილ კორპორაციათა ხელმძღვანელები და ა.შ.) ჯამურად უფრო მეტ ხელფასს იღებს ვიდრე ხელფასის მიმღებთა ყველაზე დაბალშემოსავლიანი 50%. მაშასადამე, ღარიბ მშრომელთა 50%-ზე მეტი ხელფასი აქვს უმდიდრეს დასაქმებულთა 1%-ს.
12 წლიანი მმართველობის შემდეგ, მილიარდერი ლიდერი ამ ყველაფრის თქმას ბედავს ქვეყანაში, სადაც დასაქმებულთა ყველაზე მაღალშემოსავლიან ნაწილს, დასაქმებულთა 10%-ს ჯამურად უფრო მეტი ხელფასი აქვს ვიდრე ხელფასის მიმღებთა ქვედა 80%-ს. მშრომელთა უმდიდრესი 10% ჯამში უფრო მეტ თანხას გამოიმუშავებს, ვიდრე მშრომელთა 80%
აღნიშნულ მონაცემებზე ეკონომიკის პროფესორი გია ჭანტურია საუბრობს, მაგრამ თქვენ მოგისმენიათ სოციალურ თემატიკაზე ოპოზიციონერთა აქტიურობა? ოპოზიციას მილიარდერის თვითკმაყოფილი რიტორიკა მწყობრი პასუხის გარეშე უნდა დაეტოვებინა?! ერთი სიტყვით, ჩვენი ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობის წინასაარჩევნო სტრატეგია ზედმეტად პრიმიტიული იყო. ამომრჩეველთათვის მხოლოდ იმის თქმა, რომ ევროპა კარგია და ცუდი, საკმარისი არ არის. ივანიშვილის რეჟიმს სოციალური ფლანგიდან თითქმის არავინ უტევდა, რაც მობილიზაციის შესაძლებლობებს ამცირებდა.
თქვენ მოგისმენიათ სოციალურ თემატიკაზე ოპოზიციონერთა აქტიურობა? ოპოზიციას მილიარდერის თვითკმაყოფილი რიტორიკა მწყობრი პასუხის გარეშე უნდა დაეტოვებინა?! ერთი სიტყვით, ჩვენი ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობის წინასაარჩევნო სტრატეგია ზედმეტად პრიმიტიული იყო. ამომრჩეველთათვის მხოლოდ იმის თქმა, რომ ევროპა კარგია და რუსეთი ცუდი, საკმარისი არ არის
რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს. ხელისუფლებას ჯენზის თაობაზე არ უმუშავია. საერთოდ თავი უნდა დავანებოთ სხვადასხვა თაობასთან თუ ასაკობრივ ჯგუფთან ენის მოჩლექით საუბარს.
ყველა თაობაში არიან თავგანწირული პატრიოტები და უსაქმურები. ჯენზი ჩვენს რეალობაში პოლიტიკურ მოთამაშეს ჯერ არ წარმოადგენს.
– აქტუალური თემაა, აღიარებს თუ არა ოპოზიცია არჩევნების შედეგებს და შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში.
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ამ თემაზე განაცხადა – „მაინცადამაინც არც ერთი ღირებული პარტია არ იქნება პარლამენტითვის. უნდათ შემოვიდნენ, უნდათ ნუ შემოვლენ. მათი გადასაწყვეტია“.
თუ ასე განვითარდა პროცესები, არაა გამორიცხული შემდეგი პარლამენტი ერთპარტიული იყოს. თუმცა, გვახსოვს, პრემიერმა კარგა ხნის წინ თქვა, რომ „ქართული ოცნებაში“ არიან სხვა პარტიის წარმომადგენლები. როგორც ჩანს, „ხალხის ძალა“ იგულისხმა.
საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, როცა 5% ბარიერის გადამლახავ ოპოზიციურ პარტიებს ხელისუფლება აგენტებად და მოღალატეებად აცხადებდა, „ქართულ ოცნებას გეგმა “ბ”, რომელიც კოალიციას შეაკვრევინებდა, არ ჰქონდა. მაგრამ, ჰქონდა სხვა გეგმა, რომელსაც 100%-ით უნდა ემუშავა და იმუშავა კიდეც. მხედველობაში მაქვს „ქართული ოცნების“ ნოუ-ჰაუ, ანუ იმ პირების მეორე პირადობების დაბეჭდვა, რომელსაც მათი მხარდამჭერი მოქალაქე ბევრ სხვა რაიონების საარჩევნო უბნებში გამოიყენებდა. ანუ, „ქართული ოცნება“ თავიდანვე გეგმავდა იმას, რომ შემდეგი პარლამენტი რეალურად ერთპარტიული იქნებოდა. და ეს მაშინ, როცა ჩვენი დასავლელი პარტნიორები ჩვენგან კოალიციური თანამშრომლობისკენ და კოალიციური მთავრობის შექმნისკენ მოგვიწოდებდა.
არაა გამორიცხული, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ასევე -მ აღიარონ არჩევნების ლეგიტიმურობა, მაგრამ, არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიცია ბრძოლას გააგრძელებს. ანუ, დასავლეთი შეეგუება ერთპარტიულ ქართულ პარლამენტს? მაგრამ, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ევროკავშირის კარი ჩვენთვის დახურული დარჩება? და არც აშშ-სთან არ გაუმჯობესდება ურთიერთობები?
– „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოსა და აშშ-ს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება შეუძლებელია. მილიარდერსა და მის გარემოცვას სრულად აქვთ ამოწურული დასავლეთთან კომუნიკაციის რესურსი. სახელისუფლებო გუნდი უმძიმეს დღეშია.
„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოსა და აშშ-ს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება შეუძლებელია. მილიარდერსა და მის გარემოცვას სრულად აქვთ ამოწურული დასავლეთთან კომუნიკაციის რესურსი. სახელისუფლებო გუნდი უმძიმეს დღეშია
ერთი მხრივ, მათ ყველა ხიდი დაწვეს ძველ პარტნიორებთან, მეორე მხრივ კი, ჯერ ყველა ხიდი არ აუშენებიათ ახალ მოკავშირეებთან, რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან ურთიერთობებისთვის.
ამ ეტაპზე ისინი ჰაერში არიან გამოკიდებულნი, ავტორიტარულ რეჟიმებს ძალიან გაუადვილდებათ ივანიშვილისა და მისი ჯგუფის მუხლებზე დაჩოქება, მათი უუფლებო ვასალებად გადაქცევა. უბედურება ის არის, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილებებს ჩვენს ბედზე აქვს გავლენა.
– ეუთო/ოდერის სადამკვირვებლო მისიამ მათ მიერ არჩევნების შესახებ დაკვირვებისა და მონიტორინგის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. მისიამ ბევრ კრიტიკულ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება საარჩევნო კამპანიისა და კენჭისყრის პროცესზე, დაშინებისა და მოსყიდვის ფაქტებზე, არჩევნებში მონაწილე სუბიექტების არათანაბარ პირობებზე.
მაგრამ, მისიამ არა მხოლოდ აღიარა არჩეულად „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მას მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის. დარწმუნებული ვარ ეუთო/ოდირის სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლების შეფასებები მოისმინეთ. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ეუთო/ოდერის შეფასებებმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე? – დამკვირვებლებს არაფერი განსაკუთრებული, ჯერ არგაგონილი არ უთქვამთ. საერთაშორისო მისიის წარმომადგენლებმა მკაფიოდ მიანიშნეს, რომ საქართველოში არ ჩატარებულა კენჭისყრა, რომელიც არჩევნების დასავლეთ ევროპულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა. თუმცა, მათ არც ის აღუნიშნავთ, რომ ჩვენი კენჭისყრა რუსეთის, ბელორუსისა და უზბეკეთის სტანდარტებით გაიმართა.
მოკლედ, მათ დასკვნაში საკბილოს ოპოზიციაც აღმოაჩენს და ხელისუფლებაც.
– ჩატარებული არჩევნების შესახებ თავისი შეფასებები გააკეთა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მანამდე მას არჩევნების შედეგებზე კონსულტაციები ჰქონდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.
პრეზიდენტმა და არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი თქვეს და ამომრჩევლებს პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდეს. თქვენ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების სამომავლო გეგმებს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით?
– ფაქტია, რომ 2024 წლის არჩევნებზე საქართველოს ყველა მოქალაქეს არ ჰქონდა საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა. მოსყიდვისა და დაშინების არარსებობის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ გამარჯვებას ვერ შეძლებდა. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარეშე მმართველ გუნდს გაუჭირდებოდა ხმების 40%-ის მოპოვებაც კი.
უამრავ ადამიანს ავტორიტარულმა რეჟიმმა მართლაც წაართვა არჩევანის უფლება. ასეთ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია, რომ მოქალაქეები მშვიდობიანად, კონსტიტუციისა და ეროვნული კანონმდებლობის დაცვით ქუჩაში გამოვიდნენ და ოლიგარქიის ლიდერებს უთხრან, რომ მათ მანიპულაციებს არ ეგუებიან. პრეზიდენტი მხოლოდ ქუჩაში გამოსვლისკენ არ მოუწოდებს საზოგადოებას.
ქალბატონმა სალომემ ისაუბრა არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე, რუსეთის მიერ განხორციელებულ სპეცოპერაციაზე, საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ წარმატებით წარმართულ ჰიბრიდულ ომზე, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის წინაპირობა გახდა. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს უდიდეს პატივს ვცემ და ვენდობი, მისი ეს განცხადება ჩემს განწყობებსა და განცდებს სრულად გამოხატავს. უბრალოდ, აუცილებლად მივიჩნევ, რომ პრეზიდენტმაც და ოპოზიციამაც საზოგადოებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას წარუდგინონ თავიანთ ბრალდებათა უტყუარი კარგად გამოკვლეული მტკიცებულებები.
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს უდიდეს პატივს ვცემ და ვენდობი, მისი ეს განცხადება ჩემს განწყობებსა და განცდებს სრულად გამოხატავს. უბრალოდ, აუცილებლად მივიჩნევ, რომ პრეზიდენტმაც და ოპოზიციამაც საზოგადოებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას წარუდგინონ თავიანთ ბრალდებათა უტყუარი კარგად გამოკვლეული მტკიცებულებები
მტკიცებულებების სისტემატიზაცია შეიძლება საფუძველი გახდეს ხელისუფლების წინააღმდეგ უმძიმესი საერთაშორისო სანქციების ამუშავებისა, რაც რეჟიმის დამარცხების უკანასკნელი საშუალებაა.
ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ფრთხილი იმედი მინდა გამოვთქვა. შესანიშნავი იქნებოდა, თუ ოპოზიციონერები თავიანთ შეცდომებზე მაინც ისწავლიან რაიმეს.
მუდმივი მასობრივი დემონსტრაციებისა და მანდატების ნახევრად დაჭრის ტაქტიკამ ოთხი წლის წინ ვერ გაამართლა, არც ახლა გაამართლებს. ვფიქრობ, რომ პარტიებმა ძირითადი აქცენტი საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებაზე უნდა გადაიტანონ, რაც, ცხადია, არ გამორიცხავს შიგადაშიგ ქუჩაში გამოსვლებსა და საპარლამენტო ბარიკადებზე ბრძოლას
გავიხსენოთ 2020 წლის არჩევნების შემდგომი პერიოდი, ხელისუფლების ოპონენტებმა მაშინაც სცადეს ხანგრძლივი და უწყვეტი საპროტესტო აქციების ორგანიზება, პარლამენტის მუშაობისთვის ბოიკოტის გამოცხადება, დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ ბრძოლას, მაგრამ ბოლომდე ვერცერთი საქმე ვერ მიიყვანეს – მიტინგებსაც მალე გამოეცალა ენერგია და პარლამენტშიც ყველანი შევიდნენ. მუდმივი მასობრივი დემონსტრაციებისა და მანდატების ნახევრად დაჭრის ტაქტიკამ ოთხი წლის წინ ვერ გაამართლა, არც ახლა გაამართლებს. ვფიქრობ, რომ პარტიებმა ძირითადი აქცენტი საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებაზე უნდა გადაიტანონ, რაც, ცხადია, არ გამორიცხავს შიგადაშიგ ქუჩაში გამოსვლებსა და საპარლამენტო ბარიკადებზე ბრძოლას.
– როგორი იქნება „ქართული ოცნების“ მმართველობის მეხუთე ვადა?
– წინ უმძიმესი დროება მოგველის. ივანიშვილის მომხრეები შეეცდებიან შეავიწროონ ყველა ოპოზიციური პარტია, მედია საშუალება, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ უმაღლესი სასწავლებელი, რომელთაც ვერ აკონტროლებენ. განსხვავებულად მოაზროვნე ნებისმიერ სუბიექტს „ხალხის მტრად“ სახელდება არ ასცდება. სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ახალგაზრდების მიგრაციის კატასტროფული მაჩვენებელი, ადგილობრივი ახალგაზრდების უმრავლესობა გაიქცევა ქვეყნიდან. ყველა ღვთის პირიდან გადავარდნილი განგსტერი, რომლის სისხლიანი, ბინძური კაპიტალი სანქციების საფრთხის ქვეშ არის, საქართველოში შეეცდება თავისი ფულის გათეთრებას, ივანიშვილს ტყუილად არ აუმუშავებია ე.წ. „ოფშორების კანონი“.
ივანიშვილის მომხრეები შეეცდებიან შეავიწროონ ყველა ოპოზიციური პარტია, მედია საშუალება, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ უმაღლესი სასწავლებელი, რომელთაც ვერ აკონტროლებენ. განსხვავებულად მოაზროვნე ნებისმიერ სუბიექტს „ხალხის მტრად“ სახელდება არ ასცდება
საქართველო გადაიქცევა რუსეთისა და ჩინეთის, ირანისა და თურქეთის ლუკმად. იზოლაციაში მყოფ, პარტნიორების გარეშე აღმოჩენილ საქართველოს აღმოსავლური დესპოტიები ადვილად გადააქცევენ ვასალურ სახელმწიფოდ.
თუმცა, ეს საშინელი სცენარი მხოლოდ იმ შემთხვევაში აღსრულდება, თუ ყველა ჯგუფი შეწყვეტს წინააღმდეგობას. მართალია, ჩვენი საზოგადოება ავად არის, დემორალიზებულია, შეგუებულია თავის დაბეჩავებულ მდგომარეობას, არ შეუძლია ბრძოლა თავისი ყოფის გასაუმჯობესებლად, ადვილად იყიდება და ტყუვდება, ეგუება ერთი კაცის პირადი ვნებების მიხედვით არსებობას, მაგრამ წინააღმდეგობის რესურსი ჯერ ბოლომდე დაკარგული არ არის, განსაკუთრებით მემარცხენე ფლანგზე.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – მას შემდეგ, რაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაადასტურა, რომ მათი და ცესკო-ს დათვლა ერთმანეთს ემთხვევა, შეგვიძლია ღიად ვთქვათ, რომ „ედისონ რისერჩმა“ ეგზიტპოლი გააყალბა