ლევან ლორთქიფანიძე: ყაველაშვილს საქართველოში მშვიდად ვერ აირჩევენ. რა ტექნოლოგიებიც არ უნდა გამოიყენოს ივანიშვილმა ქართველი ხალხი ასეთი კომიკური, დაბალი დონის საჯარო პირის უმაღლეს მთავარსარდლად არჩევას ვერ შეეგუება

2024 წლის საპარლამენტო სა და განსაკუთრებით 28 ნოემბერს პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ განვითარებული პროცესების მიზეზებზე, მიზნებზე და იმაზე, თუ ასე გაგრძელდა, სავარაუდოდ, რა შედეგები მიიღოს ქვეყანამ, ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგს, კავკასიური სახლის თავმჯდომარეს, ლევან ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
– ბატონო ლევან, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თქვენ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ბრძანეთ – „წინ უმძიმესი დროება გველოდება“.
26 ოქტომბერს არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციისა და უკმაყოფილო საზოგადოების საპროტესტო მუხტი თითქმის მინავლებული იყო, როცა პრემიერმა ირაკლი მ განაცხადა, რომ 2028 წლამდე საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების საკითხს არ დააყენებს. ამ განცხადებამ გარკვეული ტრიგერის როლი შეასრულა და არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ხალხი ქუჩაში გასაპროტესტებლად გამოვიდა. 28 ოქტომბერს დაწყებული საპროტესტო აქციები დღემდე გრძელდება და მასში სულ უფრო და უფრო მეტი ხალხი მონაწილეობს. ასე მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავები, რომელთა ქცევა სამართალდამცავთა ქცევას სულაც არ ჰგავს, რადგან აქციის მონაწილეებს დაუნდობლად სცემენ და მოქალაქეებს, როგორც მტრებს ექცევიან.
პრემიერმა მ 4 დეკემბერს პრაქტიკულად რეპრესიები დააანონსა. მან თქვა, რომ „ამ ღონისძიებებს პრევენციული ხასიათი ექნებოდა“. ვიხილეთ კიდეც დაკავებული ოპოზიციის ლიდერები და სხვადასხვა ორგანიზაციების ოფისების ჩხრეკები, რომლებშიც „მოლოტოვის კოქტეილიც“ აღმოჩნდა. თუმცა, ამის ბევრს არც სჯერა. ფაქტია, იმას, რაც ახლა ხდება, ბევრი განზომილება აქვს, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ხდება და თქვენი აზრით, ამ პროცესების განმსაზღვრელი განზომილება, რეალურად რაა?
– ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების განმსაზღვრელი განზომილება საგარეო პოლიტიკა და ქვეყნის მოწყობის წესი გახლავთ. „ქართული ოცნებისთვის“ საკუთარ ამომრჩეველსაც კი არ მიუცია მანდატი იმისა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უარი თქვას. არავის ამ ქვეყანაში, მათ შორის არც ხელისუფლების მომხრეებს არ მოსწონთ, რომ მთავრობის ყველა საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილება იმსახურებს დასავლეთის სახელმწიფოების გაღიზიანებას, უმწვავეს კრიტიკას და ს პრეზიდენტებისა თუ სხვა მაღალჩინოსნების ხოტბას.

ივანიშვილის გუნდმა ზურგი აქცია ევროკავშირს, სტრატეგიული პარტნიორობა ჩაშალა შეერთებულ შტატებთან და მარტო რჩება აღმოსავლური დესპოტიებისა და პოსტსაბჭოთა დიქტატურების წინაშე. აღნიშნული განზომილება განაპირობებს იმ უმწვავეს კონფლიქტს, რომელიც ამჟამად დედაქალაქის ქუჩებში მიმდინარეობს. ამ პროცესების მეორე განზომილება დემოკრატიის საკითხს უკავშირდება. პოლიტიკურად ავადაა, მას სურს გადაწყვეტილებების სრულიად მარტო მიღება, არავის უწევს ანგარიშს, ნებისმიერ კრიტიკასა და წინააღმდეგობას მტრობად თუ ღალატად აფასებს.

ავტოკრატის აზრით, მის წინააღმდეგ წასვლა საქართველოს წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, მზად არის გააცამტვეროს ყველა ოპონენტი, სასტიკად მოსპოს ყველა რესურსი, რომელიც ოპონენტებს უპყრიათ ხელთ. მაშასადამე, ივანიშვილი უკანმოუხედავად, აქტიურად, უმუხრუჭოდ დაადგა კლასიკური ავტორიტარიზმის მშენებლობის გზას, რასაც მოსახლეობა, განსაკუთრებით მისი ახალგაზრდული, განათლებული ნაწილი არ ეგუება და მწვავედ აპროტესტებს. ამ გზაზე ყველაფერი მოსულა, პრევენციებიც და რეპრესიებიც.

– ამ თემებზე მსჯელობისას პოლიტიკის ანალიტიკოსმა მირიან მირიანაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა – „ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი – საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად“. ქუჩაში გამოსული ხალხი უპირატესად თავისი აქტიურობის მიზეზად სწორედ ამ მოსაზრებას ასახელებს. მას შემდეგ, რაც ხალხი ქუჩაში გამოვიდა, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, თქვა, რომ ხელისუფლებას არ შეუჩერებია ევროკავშირთან ურთიერთობა. მეტიც, რომ პოლიტიკოსებსაც და ხალხსაც „წაკითხულის გაგების პრობლემა აქვს“. პრაქტიკულად იგივე თქვა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მაც. „ქართული ოცნების“ ლიდერშიფი არა მარტო აგრძელებს მტკიცებას, რომ ევროკავშირში მიჰყავს ქვეყანა, არამედ მალე დაალაგებს ურთიერთობებს ახალ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან.
არადა, ფაქტია, ჩვენში რაც ხდება გაკვირვებას არ მალავენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომლებმაც შეგვიჩერეს ევროკავშირიდან ყველანაირი დაფინანსება, რაც მალე ბევრს სფეროს დაეტყობა. რაც შეეხება აშშ-ს, ლამის ყოველ დღე გვესმის ვაშინგტონიდან ხელისუფლებისადმი მოწოდებები „სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობებთან“ დაკავშირებით.
ხელისუფლება მათ ყურადღებას არ აქცევს. აქაოდა, ეს განცხადებები ბაიდენის წარმავალი ლიბერალ-ფაშისტების განცხადებებიაო. არადა, რომ არა ბაიდენის მრჩევლის სალივანის ძალისხმევა, შარშან საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მიიღებდა.
ვხედავთ, რომ სულ უფრო ხშირად ისმის მოთხოვნები ევროპაშიც და ამერიკაშიც ჩვენი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დასანქცირებაზე.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, თუ რა დამოკიდებულებას ავლენენ და რას ეუბნებიან ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები „ქართული ოცნების“ ლიდერებს?
– დასავლეთს თავისი ინტერესები აქვს. საქართველოსა და დასავლეთის ინტერესები შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს ერთმანეთს. ამას თვეებია ვიმეორებ. ცხადია, ხანდახან დიდი ქვეყნებისგან მომავალი კრიტიკა შეიძლება უსამართლო იყოს. ასეთ დროს სამ ნაწილად დაგლეჯილ, ავტორიტარული რეჟიმების ალყაში მოქცეულ, უღარიბეს ქვეყანას არ აქვს უფლება საბოტაჟის ენით ელაპარაკოს ძალებს, რომლებიც წლების განმავლობაში ხორბლით მომარაგებიდან დაწყებული, იარაღით აღჭურვით დასრულებული ყველაფერში გვეხმარებოდნენ.
უზარმაზარ სტრატეგიულ პარტნიორთან საკუთარი ინტერესების დასაცავად პატრიოტული ხელისუფლება ბეჯითად უნდა შრომობდეს, მოკავშირე ქვეყნის პოლიტიკურ ველზე უნდა ეძებდეს სერიოზულ და არა მარგინალ თანამოაზრეებს, უნდა ცდილობდეს მოლაპარაკებებისა და სხვადასხვა პოლიტიკური აქტორების მობილიზების გზით საკუთარი ეროვნული პრიორიტეტების ლობირებას.

ნაცვლად ამისა, „ქართული ოცნება“ იბუტება, ილანძღება, დასცინის მოკავშირეებს, არ ითვალისწინებს მათ გავლენასა და როლს, შეურაცხყოფას აყენებს დასავლეთის წარმომადგენლებს, მაგიდას ატრიალებს და ა.შ.
„ქართული ოცნების“ ლიდერებს არაფერი აქვთ საერთო პატრის ლუმუმბასთან ან ერნესტო ჩე გევარასთან, ისინი ანტი კოლონიალისტი პოლიტიკოსები და გამათავისუფლებლები არ არიან. ივანიშვილის თანამოაზრეები დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში ამდენს იმიტომ ბედავენ, რომ მათ სხვა ძალა უმაგრებს ზურგს. ამ ძალის სახელს ათასნაირად ნიღბავენ, ხან „ბრიკსის ქვეყნებს“ უწოდებენ, ხან „ლიბერალური ფაშიზმის ოპონენტებს“, ხან რას და ხან რას … სინამდვილეში ამ ძალას ერთი სახელი აქვს – კრემლი.

ბუნებრივია, კრემლის დაქვემდებარებულ ქვეყანას, რომელიც დასავლეთთან ურთიერთობისა და დემოკრატიის წესებს არაფრად აგდებს, უმწვავესად აკრიტიკებენ ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. საქართველოს დასავლელი პარტნიორები ჯერ მაინც უფრთხილდებიან მრავალწლიანი თანამშრომლობის ტრადიციასა და საქართველოს რიგით მოქალაქეთა ეკონომიკურ მდგომარეობას, თორემ მათი რეაგირება გაცილებით უფრო მწვავე იქნებოდა. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ისინი აგვიანებენ კიდეც. წესით და რიგით, ყველა ლოგიკით საქართველოს ლიდერთა წინააღმდეგ უკვე უნდა მოქმედებდეს უმკაცრესი სასანქციო რეჟიმი.
საქართველოს დასავლელი პარტნიორები ჯერ მაინც უფრთხილდებიან მრავალწლიანი თანამშრომლობის ტრადიციასა და საქართველოს რიგით მოქალაქეთა ეკონომიკურ მდგომარეობას,

, ახლო აღმოსავლეთი, აშშ-სა და გერმანიაში ხელისუფლების ცვლილება გახლავთ დამატებითი მიზეზები, რის გამოც სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება დასავლეთიდან იგვიანებს. ამ მიზეზების არარსებობის შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ ვერდიქტი დიდი ხნის წინ იქნებოდა გამოტანილი.
– თუ ისევ აქციების დაშლისას სამართალდამცავთა სისასტიკის თემას დავუბრუნდებით, ბევრი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ არაა გამორიცხული ყველაფერი, რაც ხდება, არაა გამორიცხული 14 დეკემბერს პრეზიდენტად „ქართული ოცნების“ კანდიდატის ს არჩევას უკავშირდებოდეს. ანუ, საუბარია, იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს მაქსიმალურად მოასუფთაოს პოლიტიკური ველი საიმისოდ, რომ მიხეილ ყაველაშვილის ჯერ პარლამენტში არჩევა რაც შეიძლება ნაკლებმა ხალხმა გააპროტესტოს, ხოლო 29 დეკემბერს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია.
დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილის ვარაუდით, მიხეილ ყაველაშვილი 1991 წლის შემდეგ, საქართველოს პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელსაც მკაფიოდ ანტიდასავლური განწყობები ექნება.
რამდენად დიდი შეიძლება იყოს იმის ვარაუდი, რომ განვითარებული მოვლენები ხელისუფლებას მიხეილ ყაველაშვილის მშვიდად არჩევისთვის დასჭირდა?
– მიხეილ ყაველაშვილს საქართველოში მშვიდად ვერ აირჩევენ. რა ტექნოლოგიებიც არ უნდა გამოიყენოს ივანიშვილმა ქართველი ხალხი ასეთი კომიკური, დაბალი დონის საჯარო პირის უმაღლეს მთავარსარდლად არჩევას ვერ შეეგუება. საქმე მხოლოდ ყაველაშვილის სათუო წიგნიერებასა და პოლიტიკურ ავტორიტეტს არ უკავშირდება.

განათლების არმქონე, გამოუცდელი, ლანძღვა-გინებისა და არაეთიკური ქცევის ოსტატის, საშუალო რანგის სპორტსმენის პრეზიდენტად არჩევით ბიძინა ივანიშვილი თავის თანამოქალაქეებს ეუბნება: რასაც მინდა იმას ვიზამ, როგორც მინდა ისე მოგექცევით, შეურაცხყოფას მოგაყენებთ და თქვენ პასუხის გაცემასაც ვერ შეძლებთ. ბუნებრივია, ასეთ დამამცირებელ დამოკიდებულებას დარბევის რისკის მიუხედავად ხალხი პასუხის გარეშე არ დატოვებს.
მიხეილ ყაველაშვილი ვერავის დასაყრდენი ვერ იქნება. ყველა საერთაშორისო მოთამაშეს დასაყრდენად გავლენიანი, მამაცი, აღიარებული, პატივსაცემი ლიდერი სჭირდება. ფეხბურთელი მხოლოდ ივანიშვილის მოურავის ფუნქციას შეასრულებს.
საშუალო რანგის სპორტსმენის პრეზიდენტად არჩევით ბიძინა ივანიშვილი თავის თანამოქალაქეებს ეუბნება: რასაც მინდა იმას ვიზამ, როგორც მინდა ისე მოგექცევით, შეურაცხყოფას მოგაყენებთ და თქვენ პასუხის გაცემასაც ვერ შეძლებთ. ბუნებრივია, ასეთ დამამცირებელ დამოკიდებულებას დარბევის რისკის მიუხედავად ხალხი პასუხის გარეშე არ დატოვებს
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ღირსეული, ზრდადასრულებული და პატიოსანი ადამიანი თავისთვის შეუფერებელ შემოთავაზებას არ დათანხმდებოდა. წესიერ ადამიანს შეუფერებელი პრივილეგიისგან საკუთარი თავმდაბლობა, თვითკრიტიკულობა, სხვების უპირატესობის აღიარება და საქმის სიმძიმის გაცნობიერება იცავს.
საფეხბურთო გიგანტის – „ბაზელის“ ლეგენდა, როგორც ჩანს, მაინცდამაინც არ გამოირჩევა ჩამოთვლილი ნიშან-თვისებებით, თორემ უპირობოდ უარს იტყოდა პრეზიდენტის თანამდებობაზე.
– იმას, რაც ახლა ჩვენს საშინაო პოლიტიკაში ხდება, ვგულისხმობ, არა მარტო პოლიტიკური ჯგუფების ერთმანეთის მიუღებლობას, არამედ, იმ სისასტიკეს, რომელსაც სამართალდამცველები მომიტინგეების მიმართ ავლენენ, რასაც „ქართული ოცნების“ საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი იწონებს, რა თქმა უნდა, თავისი წინა ისტორია და საფუძველი აქვს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე და განსაკუთრებით 2022 წლის 22 თებერვლის შემდეგ, როცა რუსული აგრესია უკრაინაში დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება, ქართული საინფორმაციო სივრცეში უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბდა „ქართული ოცნებისა“ მხარდამჭერთა და მათ ოპონენტთა პარალელური საინფორმაციო სივრცეები. ისინი მანამდეც არსებობდნენ, მაგრამ, 2022 წლის შემდეგ, ამ საინფორმაციო სივრცეებს შორის ღია კონფრონტაცია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მკაფიო ფორმები და სახე მიიღო. ეს იმიტომ გავიხსენე, რომ ახლა რაც ხდება, ვგულისხმობ ქუჩაში გადმოსულ პოლიტიკურ პროცესს, ამას საფუძველი ჩაუყარა „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო პროპაგანდამ, რომელიც ღიად ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ პროპაგანდას ეწეოდა და ამის კეთებას ახლაც აგრძელებს.
წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას სიძულვილზე დადებული პროპაგანდის ფსონები იმდენად მაღალი იყო, წარმოუდგენელიც კი იქნებოდა რომ ეს დაგროვილი ნეგატიური აღქმები ერთმანეთის არჩევნების შემდეგ ერთბაშად აორთქლდებოდა და გაქრებოდა. მქონდა მოლოდინი, რომ მას შემდეგ რაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში გამარჯვება ასე თუ ისე გაიფორმა, გამოვიდოდა წინასაარჩევნო პროპაგანდიდან, მაგრამ ასე არ მოხდა. ქუჩაში გადმოსულმა პროცესმა მოითხოვა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პროპაგანდის არა მხოლოდ გაგრძელება, არამედ გამართლება. რადგან, ახლა არსებული ვითარება გვკადრულობს ვეძებოთ გამოსავალი, თქვენი დაკვირვებით, საინფორმაციო დონეზე მაინც როგორი შეიძლება იყოს საუკეთესო გამოსავალი?
– არ მჯერა, რომ „ქართული ოცნების“ მომხრეები სისასტიკეს იწონებენ. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც სხვების ჩაგვრით სიამოვნებას იღებენ, მაგრამ იმედი მაქვს, ისინი აბსოლუტურ უმცირესობაში რჩებიან, ისიც ჯერჯერობით, სამედიცინო დახმარების მიღებამდე.
შეუძლებელია ნორმალურ, ჯანსაღ ადამიანს მოეწონოს პოლიციელთა და სპეცრაზმელთა ძალადობა ახალგაზრდებზე, დასისხლიანებული სახეები, დამსხვრეული ძველები, ჩამტვრეული მალები, მოტეხილი კიდურები. სახალხო დამცველმაც კი, რომელიც მაინცდამაინც არ გამოირჩევა აქტიურობითა და სიმტკიცით, განაცხადა, რომ არაერთი დაკავებული მომიტინგე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ვერანაირი მიზანი ვერ ამართლებს ამგვარ აგრესიას.
ყველა დიდი მოაზროვნე თანხმდება სახელმწიფოს განვითარების შეფასების ერთ უნივერსალურ კრიტერიუმზე. სახელმწიფოს განვითარების ხარისხი იზომება იმით, თუ როგორ ეპყრობა იგი დაკავებულს, ეჭვმიტანილს, კანონდამრღვევს. „ქართული ოცნება“ სტანდარტი ქვის ხანისაა, ოლიგარქის მცველები დაპატიმრებულებს დაუნდობლად უსწორდებიან, ეს სააკაშვილის ავტორიტარიზმში დაბრუნების ტოლფასია.

საინფორმაციო დონეზე საუკეთესო გამოსავალი არ ვიცი რა იქნება. მე მხოლოდ იმას გეტყვით, თუ კიდევ რა შეიძლება იკადროს ჩვენმა ხელისუფლებამ. საქართველოს უახლესი ისტორიიდან გვახსოვს მომენტები, როდესაც მმართველი ჯგუფები ოპოზიციასთან სასაუბროდ მხოლოდ საპოლიციო ენით არ შემოიფარგლებოდნენ. მათ ქუჩაში ხალხი გამოჰყავდათ და კონტრაქციების ორგანიზებით ცდილობდნენ მოწინააღმდეგეების დათრგუნვას. ივანიშვილი ამ გზას ადგას. სპეცრაზმის სისასტიკე გამოიყენა, ბინძური პროპაგანდა მთელი სიმძლავრით მუშაობს, „ოცნების“ ლიდერებს ისღა დარჩენიათ, რომ გავეშებული ბრბო გამოიყვანონ ქვეყნის მთავარ პროსპექტზე და აზვირთებული მასაც დაუპირისპირონ დემონსტრანტებს.
ერთი სიტყვით, ოლიგარქს სიმშვიდე არ აწყობს, მისი არსებობისთვის აუცილებელია მუდმივი შ, მუდმივი მობილიზაცია, ყალბი სიახლეების ბურუსი, მტრად შერაცხილი მოყვარე. სიმშვიდესა და აკადემიურ დიალოგში მათ გამარჯვების შანსი არ აქვთ.

აქვე, გამოსავლის ტექნიკურ ასპექტებზე ყურადღების გამახვილებისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განსაკუთრებული როლი და ფუნქცია მხარეებს შორის შუამავლებს ეკისრებათ. საქართველოს მეორე რესპუბლიკაში მყარი ტრადიცია ჩამოყალიბდა, დაპირისპირებულ ძალებს შორის მთავარი მომლაპარაკებელი ყოველთვის ეკლესია იყო. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნულ ტრადიციას ძირი გამოუთხარა. პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სინოდის კრება ვერ იმართება, სინოდის წევრები კი ურთიერთგამომრიცხავ პოზიციებს იცავენ. ზოგიერთი მაღალი იერარქი პირდაპირ იმეორებს გორგასლის ქუჩიდან წამოსულ დემაგოგიას, ზოგიერთი ღიად უჭერს მხარს რუსთაველის პროსპექტზე შეკრებილ მოქალაქეებს. ერთიანი და კონსტრუქციული პოზიცია, რაც შუამავლობისთვის უმნიშვნელოვანესია, საპატრიარქოს არ აქვს.
– თუ ისევ მთავარ თემას დავუბრუნდებით, იგი ასე გამოიყურება – ოპოზიცია და არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ხალხი „ქართული ოცნებისგან“ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.
ხელისუფლება თვლის, რომ არჩევნები „დემოკრატიულად ჩაატარა“ და არავითარი საფუძველი არ არსებობს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების. ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არც აპირებს. მათი შესვლა, ახლა არც „ქართულ ოცნებას“ უნდა.
ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ და მისი მომხრეები ეცდებიან შეავიწროონ ყველა ოპოზიციური პარტია, მედია საშუალება, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ უმაღლესი სასწავლებელი, რომელთაც ვერ აკონტროლებენ. როგორც ბევრი ვარაუდობს, სულაც არა შორს ის დრო, როცა განსხვავებულად მოაზროვნე ნებისმიერ სუბიექტს „ხალხის მტრად“ მოიხსენიონ.
შექმნილ ვითარებაში საუკეთესო და ოპტიმალური გამოსავალი რა შეიძლება იყოს?
– თსუ-ის პოლიტიკის თეორიის პროფესორმა, ჩემმა ყოფილმა მასწავლებელმა დოქტორმა ზვიად აბაშიძემ გამოსავლის ორი გზა აღწერა დეტალურად. კრიზისი ორი მეთოდით შეიძლება დაძლიოს: ავტორიტარული და დემოკრატიული მიდგომებით. კრიზისი ჩაცხრება, თუ ირაკლი კობახიძე გადადგება, პარლამენტი შეიტანს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში და პატიოსნად ჩატარდება ხელახალი კენჭისყრა. ეს დემოკრატიული გზაა, ამ გზას მრავალგზის დადგომია ევროპის ბევრი ქვეყანა, ზოგჯერ წელიწადში რამდენჯერმე უწევთ იტალიელებსა თუ ესპანელებს საარჩევნო უბნებზე გამოცხადება. არაფერი ტრაგიკული არ არის სისხლიანი კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით ძალების ხელახლა გამოცდაში.

თუმცა, ვითარება შეიძლება ჭანჭიკების კიდევ უფრო მძლავრად მოჭერითაც დარეგულირდეს. ბიძინა ივანიშვილს შესწევს ძალა ქუჩაში სისხლის გუბეების დაყენებისა, საზოგადოების სამუდამოდ დადუმებისა. ასეთ შემთხვევაში 2-3 წლის განმავლობაში ქვეყანას დატოვებს მოქალაქეთა აქტიური ნაწილი, საქართველო იქცევა კორიდორად, რომლის ირგვლივ ყველა მთა მონგრეული იქნება, ყველა მდინარე დაგუბებული და გაქრობის პირას მყოფი სახელმწიფოს უკანასკნელი რესურსებით რამდენიმე მაფიოზური დაჯგუფება იხეირებს. არ გეგონოთ რომელიმე ანტიუტოპიის სცენარზე მოგითხრობთ. ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია.
– რას იტყოდით ქუჩის დემონსტრაციების მოწინააღმდეგეთა არგუმენტებზე?
– უდიდესი გულისტკივილითა და დარდით ვადევნებ თვალს ბევრი ჩემი ახლობლისა და ძვირფასი ადამიანის პასიურობას. მათი კრიტიკა რამდენიმე არგუმენტს აერთიანებს. კერძოდ, მოქალაქეთა ნაწილი მიანიშნებს დემონსტრანტების მიერ ფეიერვერკებისა და „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენების დაუშვებლობაზე. ცხადია, არავინ არის აღფრთოვანებული პიროტექნიკის ხმაურით, პარლამენტის შენობის დაზიანებით, პოლიციისა და სპეცრაზმის საკუთრების შელახვით. უბრალოდ, ჩნდება კითხვა: რატომ არ მოხდა იგივე გაზაფხულის გამოსვლების დროს? საპასუხო აგრესია რატომ ამოიფრქვა მაინცდამაინც შემოდგომაზე?
დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების მიერ პროპორციული და ადეკვატური ძალის გამოყენების შემთხვევაში თავისუფალი მომიტინგეები სიტუაციას არ გაამწვავებდნენ. ცეცხლის დანთება „ქართული ოცნების“ მიზანი იყო, მათ ვერბალურადაც და რეალურ ცხოვრებაშიც პირველებმა გახსნეს ცეცხლი, როდესაც მოწმენდილ ცაზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტა დაგვიანონსეს და ქუჩაში კბილებამდე შეიარაღებული ანონიმური „სამართალდამცველები“ გამორეკეს.

ხშირად გვსაყვედურობენ, რატომ არაფერს ამბობთ დაზარალებულ პოლიციელებზეო. ძალიან მეცოდებიან ისინი. ზვიად ხარაზიშვილის ნახევრად კრიმინალური სუბკულტურისგან განსხვავებით, 1000 ლარად მომუშავე პოლიციელებს არც უხარიათ და არც უღირთ თავიანთი შვილებისა თუ მათი მეგობრების წინააღმდეგ გამოსვლა. ისინი იტანჯებიან და გულის სიღრმეში საკუთარი თანამოქალაქეებს მხარეს არიან.
„ქართული ოცნების“ ერთგული ჯარისკაცები ხშირად დაგვჩხავიან თავზე და მიგვანიშნებენ, რომ ოლიგარქის ხელისუფლებიდან წასვლა გვარამიას, ხაზარაძისა და სააკაშვილის მთავრობაში დაბრუნებას გამოიწვევს.
„ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად დასცინის და მასხრად იგდებს „ქართულ ქარტიას“, რომელშიც შავით თეთრზე წერია: ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, გარდამავალ პერიოდში საქართველოს მთავრობა დაკომპლექტდება უპარტიო, დარგობრივი პროფესიონალებით. ტექნიკური მთავრობა ჩემთვის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთადერთი ალტერნატივაა, არავის უნდა რევანშისტების უკან მობრუნება, რევანშისტებმა მთელი მსოფლიოს წინაშე უკვე ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლითაც გარდამავალ პერიოდში აღმასრულებელ ძალაუფლებაზე უარი თქვეს.

თან ლამის ყნოსვითაც კი ვგრძნობთ, რომ ქართული ოპოზიცია, ხელისუფლების მსგავსად, გუშინდელი დღეა და უკანასკნელ წუთებს ითვლის. პროპაგანდისტულ მედიაში არ ცხრება მსჯელობები დასავლეთის განსაცდელზე, მის გაჭირვებასა და ნაკლოვანებებზე. ჯერ ერთი სასაცილოა – ქვეყანა, რომელსაც ფაროსანა ვერ დაუმარცხებია, აშშ-სა თუ ევროპის სისუსტეზე მოთქვამს.
კომიკურია, როდესაც ყელზე ძარღვებდაბერილი რეჟისორები კივილით წინასწარმეტყველებენ აშშ-ის ეკონომიკის კრახსა და დასავლეთის მოქალაქეთა გაღარიბებას. მათ რატომღაც ავიწყდებათ, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი სოციალურ დახმარებას ითხოვს, სადაც ქაღალდის ხელსახოცებსაც კი ვერ ვაწარმოებთ. ნუ გეშინიათ, მსოფლიოს ინდუსტრიული ქვეყნები ისე არ დაიქცევიან, რომ სამმილიონიან პარტნიორს ვერ გაუმართონ ხელი. უკვე ყველა ზღვარს სცდება ვნება, რომლითაც ხელისუფლების მომხრეები ლგბტ საკითხებზე საუბრობენ. მგონი, რაღაც ანომალიასთან გვაქვს საქმე. ამასწინათ შემთხვევით მოვკარი თვალი გადაცემას, სადაც ერთი უცნაურად აღგზნებული მედროვე პოლიტიკოსი თითქმის ერთი საათის განმავლობაში საუბრობდა ასოს მოკვეთის პროცედურებზე. ხალხს აპენდიქსის ოპერაცია ვერ გაუკეთებია საქართველოში…

ამ საკითხის დაწვრილებით განხილვას აღარ შევყვები, უბრალოდ, ვიტყვი: ოჯახის საკითხებში ტრადიციონალისტურად განწყობილმა ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ კონსერვატიზმი და ქრისტიან-დემოკრატია ევროკავშირის ზოგად წესრიგთან თავსებადი ღირებულებათა სისტემებია. არავინ არავის არაფერს აძალებს. მთავარია თქვენს იდეებს უმრავლესობა უჭერდეს მხარს და იდეა განსხვავებული ადამიანების ამოშანთვას არ ისახავდეს მიზნად.
მოკლედ, ვინც რევანშისტების ხელისუფლებაში დაბრუნების, დასავლეთში მიმდინარე კრიზისებისა და შიშით „ქართული ოცნების“ მიერ მოწყობილ „ბართლომეს ღამეს“ ამართლებს, ის ადამიანი საკუთარ სინდისს ღალატობს და თავს იტყუებს. ივანიშვილის გვერდით დგომის ყველა მორალური წინაპირობა განადგურებულია.
„ინტერპრესნიუსი“