“პირველ ეტაპზე სანქციების სუსხს მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი იგრძნობს.




ხელისუფლების რეაქცია სანქციებზე გამაოგნებლად არასერიოზულია:

რამდენი დააკლდება აშშ-ს დიმიტრი ხუნდაძე თუ აღარ ეწვევა, დარდით დამძიმებული მანჰეტენი შეიძლება ჩაიძიროს, ფლორიდაში ტურისტული სეზონი ჩაიშლება და ჰოლივუდი გაიფიცება!
ინფუზორიებს უნდათ, რომ ხალხი დააჯერონ, თითქოს ამგვარი სანქცია მხოლოდ გადაადგილების შეზღუდვას ნიშნავს.
სანქცია უპირველეს ყოვლისა არის დარტყმა თქვენს რეპუტაციაზე, თქვენს სახელზე. ამ სანქციის შემდეგ მთელ მსოფლიოში თქვენი სახელი მოხსენიებული იქნება პუტინის, ლუკაშენკოს, თალიბანის ლიდერებისა და სომალელი მეკობრეების გვერდით.
მსოფლიოს ყველა პოლიტიკური ლიდერი, მსოფლიოს ყველა საქმიანი ადამიანი ასჯერ დაფიქრდება, სანამ თქვენ ხელს ჩამოგართმევთ, სანამ თქვენთან ერთად საქმეს წამოიწყებს. ყველა თქვენი პარტნიორი პანიკაშია, რადგან იციან, რომ თქვენი საერთო ბიზნესი უდიდესი საფრთხის წინაშეა.

ფარისევლებო!
თქვენ სანქციები დაგეკისრათ იმიტომ, რომ ქუჩაში ხალხს სცემთ, ადამიანებს აშანტაჟებთ, პოლიციას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებთ, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს “მეხუთე კოლონად” აცხადებთ, დემოკრატიულ სახელმწიფოებს დასცინით, აბუჩად იგდებთ, ავტორიტარულ რეჟიმებთან თანამშრომლობთ, ყველა პორტი და აეროპორტი ჩინეთს გინდათ ჩაუგდოთ ხელში; ქვეყნებს, რომლებიც 30 წელია პურისა და შაქრის მოწოდებიდან დაწყებული, ჯარის გაწვრთნით დამთავრებული ყველაფერში გეხმარებიან, ანგარიშს არ უწევთ, ერთი ოლიგარქის ყრმები და მისი ფსიქოლოგიური არამდგრადობის ნებაყოფლობითი ტყვეები ხართ….
ვითომ არ იცით! ვითომ მხოლოდ კანონისთვის დაასანქცირეს…
—
როგორი დაბალი დონე უნდა იყო, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან დიპლომატიური მოლაპარაკებების რესურსი ბოლომდე ამოწურო და მათ სანქციების ენით ლაპარაკისკენ უბიძგო.
“ქართულ ოცნებას” საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია თავის პროპაგანდისტულ გადაცემებში გერმანიისთვის ჰოლოკოსტის შეხსენება ჰგონია! საცოდავებო …
ჯერ სად ხართ!
უბედურება ის არის, რომ ქართულ ეკონომიკასაც განსაცდელი ელის და ივანიშვილის აღვირახსნილობა მთელს ქვეყანას დაარტყამს!
ჩვენ რომ წიგნებს გამოვცემთ, ლექციებს ვკითხულობთ და ვიკვლევთ, ეს აგენტობა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წასვლაა, ესენი რომ ქვეყნას ღუპავენ, ხალხს აღარიბებენ და უიარაღო სამოქალქო ომის პირობებს ქმნიან, ეგ პატრიოტიზმი ყოფილა…
თვალი გაახილეთ!” – წერს სოციალურ ქსელში ლევან ლორთქიფანიძე.