კავკასიური სახლის წევრი, ლევან ლორთქიფანიძე:
,,წარმოიდგინეთ ფერმერი, რომელიც დღეში ას ლიტრ რძეს აგროვებს და რიგი მიზეზების გამო 110 ლიტრიან ნიშნულს დროებით ჩამორჩება.
ასევე წარმოიდგინეთ მისი მეზობელი, რომელსაც ძროხები შიმშილით დაეხოცა, ერთადერთიღა დარჩა, ისიც მჭლე, რომელიც 1 ლიტრს ძლივს იწველება, ხანდახან კი ხდება სასწაული და 1.1 ლ-მდე აგროვებს გაუბედურებულ, პარაზიტებით სავსე სათლში (ვედროში).
აქვს უფლება მეზობელს იმისა, რომ ფერმერს სტაგნაციის გამო დასცინოს?
ზუსტად ანალოგიურ ვითარებასთან გვაქვს საქმე, როდესაც საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის მევახშე ლიდერი, ორი დღის წინ ყველასთვის სრულიად უცნობი სუბიექტი თავის უნიჭო ქიცინით და უმდარესი იქედნობით, ნაძალადევი ტონალობით შვედეთს ეკონომიკურ წინსვლას უწუნებს.
ჯერ ვოლვოს სედანის აკუმულატორის ჭანჭიკის საპოხი ზეთის ერთი წვეთი დაამზადეთ არაშენდაში და მერე აქიცინეთ ფუყე თავთავი! მევახშეობისა და ძარცვის გარდა ფულის შოვნის გზა რომ ვერ იპოვეთ ბოლო მესამედი საუკუნეა!
აზოტის ქარხნის მუშებს 300 ლარს ვერ უმატებთ და სამართლიანი მოთხოვნის გამო ატერორებთ, როგორ ბედავთ ხმის ამოღებას რომელიმე ევროპულ ეკონომიკაზე!”
შეგახსენებთ, ,,ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა:
,,შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ თქვენი(შვედეთის) ქვეყნის დიდ ქალაქებში გაზრდილია ორგანიზებული დანაშაულის რისკის დონე და ზოგადად, შვედეთში გაზრდილია კრიმინალის მაჩვენებელი. შემაშფოთებელია, რომ შვედეთში ბანდების მიერ სროლები და აფეთქებები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად გაიზარდა.“




