საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე, შექმნილი ვითარებიდან გამოსვლის ოპტიმალურ გზებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგს, “კავკასიური სახლის“ თავმჯდომარეს ლევან ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
– ბატონო ლევან, ორიოდ დღეში ქვეყანამ 107 წლის წინ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე საზეიმოდ უნდა აღნიშნოს.
სახელისუფლებო გუნდს ამ დღის აღნიშვნის სადღესასასწავლო ღონისძიებები ღონისძიებები გაწერილი აქვს. 26 მაისის აღსანიშნავად ოპოზიციაც ემზადება. თუმცა, ჯერ უცნობია ამ დღესთან დაკავშირებული მათი გეგმები. ოპოზიციის გეგმებზე და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ჩვენ აუცილებლად შევეცდებით ვისაუბროთ.
რადგან დამოუკიდებლობის აღდგენის დღე ახლოვდება, ყველაზე ადეკვატური იქნებოდა საუბარი დაგვეწყო იმაზე მსჯელობით თუ როგორ ხვდება ამ დღეს საქართველო.
თქვენი შეფასებით, საგარეო და საშინაო პოლიტიკაში როგორი შედეგებით ხვდება ხელისუფლება და ქვეყანა 107 წლის წინ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს?
– “ქართულმა ოცნებამ“ ბოლო რამდენიმე წელიწადში ნამდვილად მოახერხა მოქალაქეებისათვის მყუდროებისა და სიმშვიდის დარღვევა.
დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით, ბუნდოვანი მომავლით. ხელისუფლების მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების დილა დაძაბულობით იწყება, არავინ იცის დღის განმავლობაში რა ტიპის უსიამოვნება გველის. საზოგადოება გახლეჩილია, ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით კონფლიქტებს, ხანდახან ელემენტარული კომუნიკაციაც კი გართულებულია მოქალაქეებს შორის. ცხადია, ასეთი მოშხამული გარემოს ჩამოყალიბებაზე უმთავრესი პასუხისმგებლობა ივანიშვილს, კობახიძესა და სახელისუფლებო ელიტას ეკისრებათ.
საგარეო პოლიტიკის მიმართულებითაც არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა. საქართველოს არავინ ენდობა. ქვეყნის გაცხადებული საგარეო პოლიტიკური ორიენტირები და რეალობა ერთმანეთს არ ემთხვევა. ვამბობთ, რომ დასავლეთთან ურთიერთობა ჩვენი საკონსტიტუციო პრიორიტეტია, სინამდვილეში კი ხელისუფლება ძირს უთხრის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის იდეას.
ვამბობთ, რომ რუსეთი ოკუპანტია, მტერია, მაგრამ მთავრობის რიტორიკა ერთი ერთში ემთხვევა კრემლის ოფიციალურ წარმომადგენელთა განცხადებებს. ერთი სიტყვით, საქართველო არც ერთი საერთაშორისო აქტორისთვის სერიოზული და ანგარიშგასაწევი პარტნიორი არ არის.
ვამბობთ, რომ რუსეთი ოკუპანტია, მტერია, მაგრამ მთავრობის რიტორიკა ერთი ერთში ემთხვევა კრემლის ოფიციალურ წარმომადგენელთა განცხადებებს. ერთი სიტყვით, საქართველო არც ერთი საერთაშორისო აქტორისთვის სერიოზული და ანგარიშგასაწევი პარტნიორი არ არის
საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენზე გაცილებით მყარი პოზიციები აქვთ სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებს. სომხეთი ღია კარტებით თამაშობს, ყველა ძალამ ზუსტად იცის, თუ რა სურს ფაშინიანის მთავრობას, რას ესწრაფვის პრემიერ-მინისტრი. არცერთი მისი პოზიცია ბუნდოვანი, გაუგებარი არ არის, სომხეთის ლიდერი არ ორჭოფობს.
აზერბაიჯანი კი თავისი ეკონომიკური სიძლიერითა და წიაღისეულის ფაქტორის გათვალისწინებით ყველა მხარისთვის სასურველი მეგობარია, უკრაინაც და რუსეთიც, აშშ-ც და ჩინეთიც ცდილობენ, რომ სტაბილური კავშირები დაამყარონ ბაქოსთან.
– ვხედავთ, რომ 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ და იმის შემდეგ, რაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2030 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს არ დააყენებს, ქვეყანაში ქუჩის აქციები დაიწყო.
ხელისუფლება შეეცადა საპროტესტო აქციების მუხტის ჩახშობა, შედეგი ასე გამოიყურება – 50 ახალგაზრდაზე მეტი დაკავებულია პოლიტიკური აქტიურობის გამო, 5 ათასიანი ჯარიმები აქვთ გამოწერილი საპროტესტო აქციებში მონაწილეებს. რამდენიმე დღე დაწყებულია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში მიუსვლელობის გამო სასამართლო გადაწყვეტილებით პოლიტიკოსთა დაკავება.
ფაქტია, რომ რასაც არ უნდა ამბობდეს სახელისუფლებო პროპაგანდა, ხელისუფლებას პრობლემები აქვს როგორც აშშ-თან, ისე ბრიუსელთან და ევროკავშირის სტრუქტურებთან. აშშ-ს კონგრესმა მიიღო კანონი „მეგობარი აქტი“, რომლის გამო უკიდურესად გაუარესებულია აშშ-თან ურთიერთობა.
1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს ისეთი რთული ურთიერთობები ევროპელ და ამერიკელებთან არასდროს ჰქონია როგორც ახლა. ფაქტია, რომ ქვეყანას საგარეო პოლიტიკაში იზოლაციის პრობლემა აშკარად აქვს. ამის ფონზე ხელისუფლება ამბობს, რომ „მზადაა აშშ-თან დაიწყოს გადატვირთვის პოლიტიკის გატარება და ურთიერთობების „სუფთა ფურცლიდან“ .
წინა ხელისუფლების დროს ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით სიცხადესა და პრიორიტეტულობაში არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ეჭვი არავის ეპარებოდა.
ახლა კი ვხედავთ, რომ ჩვენი პარტნიორები ჩვენს ხელისუფლებას პრორუსულ ხელისუფლებად მოიხსენიებენ. მეტიც, ბევრი ღიად ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას“ ქვეყნის საგარეო კურსი აქვს შეცვლილი.
ხელისუფლება და სახელისუფლებო პროპაგანდა ამბობს, რომ საგარეო კურსი არავის შეუცვლია, უბრალოდ მათთვის მიუღებელია ის, რომ დასავლეთი და აშშ „საქართველოს უსამართლოდ ექცევიან“.
წინა კითხვაზე პასუხში თქვენ ამ თემაზე მეტ-ნაკლებად იმსჯელეთ, მაგრამ, ახლა ასე გკითხავთ – თქვენი შეფასებით, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კუსი შეცვალა?
– საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას ორი მიზეზი აქვს. ბატონი ივანიშვილი გლობალურ პოლიტიკაში ვერ ერკვევა. მისი აზრით, დასავლური სახელმწიფოების მზე უკვე საბოლოოდ ჩაესვენა. მილიარდერი ფიქრობს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში, სამხრეთ კავკასიაში ძალაუფლების შენარჩუნებას მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმები მოახერხებენ. ოლიგარქის რწმენით, საქართველოს მხოლოდ რუსეთისთვის, ირანისთვის, თურქეთისა და ჩინეთისთვის მოუწევს ანგარიშის გაწევა, დანარჩენები – აშშ, ევროპა, დემოკრატიული თანამეგობრობა თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
ოლიგარქის რწმენით, საქართველოს მხოლოდ რუსეთისთვის, ირანისთვის, თურქეთისა და ჩინეთისთვის მოუწევს ანგარიშის გაწევა, დანარჩენები – აშშ, ევროპა, დემოკრატიული თანამეგობრობა თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან
აქედან გამომდინარე, იგი ცდილობს საერთო ენის გამონახვას ავტორიტარული ქვეყნების კლუბთან, ცდილობს შექმნას იმგვარი სახელმწიფო, რომელიც ამ ერთობას გამოადგება, რათა უფრო დაცულად იგრძნოს თავი და საფრთხე არ შეექმნას მის პირად გავლენებს.
მეორე მიზეზი ძალაუფლებას უკავშირდება. დემოკრატიული წეს-წყობილება, დასავლეთის რეკომენდაციები საფრთხეს უქმნის „ქართული ოცნების“ ძალაუფლებას. ძალოვანი სტრუქტურების ჩარევის, საბიუჯეტო და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების, მოსყიდვის გარეშე „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება გაუჭირდება.
ევროპული ტიპის კანონმდებლობა, საარჩევნო კოდექსი, საარჩევნო ადმინისტრაცია შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს მმართველი გუნდისთვის.
დასავლეთთან კავშირი ზედმეტი თავისტკივილია იმ პარტიისთვის, რომელიც 12 წელია მართავს ქვეყანას და კიდევ 12 წელი სურს სისტემის სათავეში ყოფნა
თუ დასავლეთს ჩამოვცილდებით, არანაირი სტანდარტების დაკმაყოფილება, დემოკრატიული წესების დაცვა მათ არ მოუწევთ, მშვიდად შეინარჩუნებენ ხელისუფლებას და უსასრულოდ გაიხანგრძლივებენ ძალაუფლებას.
ერთი სიტყვით, დასავლეთთან კავშირი ზედმეტი თავის ტკივილია იმ პარტიისთვის, რომელიც 12 წელია მართავს ქვეყანას და კიდევ 12 წელი სურს სისტემის სათავეში ყოფნა.
– რადგან საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, კიდევ ერთ ტენდენციაზე ღირს ყურადღების გამახვილება.
შეუმჩნეველი არ დაგრჩებოდათ, რომ კარგა ხანია საჯარო სივრცეში გააქტიურებულია საუბრები იმაზე, რომ „კარგი იქნებოდა თუ საქართველო ნეიტრალური ქვეყანა გახდებოდა“. ამ იდეას ზოგჯერ მიუმხრობლობის იდეით ფუთავენ.
თუ ადრე იმაზე მსჯელობდნენ, რომ დასავლეთი აიძულებდა საქართველოს რუსეთისთვის გაეხსნა მეორე ფრონტი, ახლა უპირატესად იმაზე იმაზე მსჯელობენ, რომ უკრაინას რაც სჭირს, იმის ბრალია, ანგარიში არ გაუწია რუსეთის ინტერესებს. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ეს თეზისი ერთ ერთი ჰგავს პუტინისეულ „უკრაინასა ადა რუსეთს შორის კონფლიქტის მიზეზების გამოსწორებას“.
ანუ, საუბარია იმაზე, რომ „უკრაინა სუვერენული ქვეყანაკია და აქვს უფლება“, მაგრამ, საგარეო პოლიტიკაშუ უნდა გაითვალისწინოს რუსეთის ინტერესები. ანუ არც ნატოზე და დარ არც ევროკავშირში გაწევრიანებაზე არ უნდა იფიქროს. ასეთი იდეები სომხურ საზოგადოებას ერევანში ვიზიტით ჩასულმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაახმოვანა.
ქართულ საჯარო სივრცეში გახშირებული საუბრები საქართველოს ნეიტრალიტეტზე, იმაზე, რომ ევროპა და ამერიკა ისეთი არ აღმოჩდნენ, როგორც გვეგონა და „ახლა ხსნის სხვა გზაა საძებარი“, რას შეიძლება ნიშნავდეს? და თქვენი აზრით, ამგვარი მსჯელობის უკან დგას თუ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება?
– ნეიტრალიტეტის გამოცხადება შეიძლება ევროკავშირში გაერთიანებაზე რთული აღმოჩნდეს. ამგვარი სტატუსის მოპოვებას რეგიონალური ზესახელმწიფოებისა და გლობალური პოლიტიკის მთავარი აქტორების თანხმობა და აღიარება სჭირდება. დღეს ნეიტრალიტეტზე იაფფასიანი პოპულიზმის მიმდევარი ჯგუფები საუბრობენ, რომლებიც ხელისუფლების მითითებებს ასრულებენ.
„ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკური დოქტრინა ხომ უკვე ცნობილია ჩვენთვის. ივანიშვილის საგარეო კურსს პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ „კორიდორიზმი“. მილიარდერს საქართველოსგან დერეფნის შექმნა სურს, რომელიც სანქცირებულ რუს ოლიგარქებს, ნავთობ დოლარებით გამდიდრებულ არაბ შეიხებს, ოფშორული ზონებიდან გამოდევნილ ავანტიურისტებს დასავლეთთან ბეწვის ხიდით მაინც დააკავშირებს.
ნეიტრალიტეტის გამოცხადება შეიძლება ევროკავშირში გაერთიანებაზე რთული აღმოჩნდეს. ამგვარი სტატუსის მოპოვებას რეგიონალური ზესახელმწიფოებისა და გლობალური პოლიტიკის მთავარი აქტორების თანხმობა და აღიარება სჭირდება. დღეს ნეიტრალიტეტზე იაფფასიანი პოპულიზმის მიმდევარი ჯგუფები საუბრობენ, რომლებიც ხელისუფლების მითითებებს ასრულებენ
რაც მთავარია, ეს დერეფანი მკაცრი ხელით უნდა იმართებოდეს, რათა სტაბილურობის შეგრძნება ჰქონდეთ დასახელებულ ჯგუფებს. საერთაშორისო მოთამაშეებთან ურთიერთობაში კი დერეფან-სახელმწიფოს ინტერესებში ნამდვილად არ იქნება რომელიმე პოლუსის მხარეს მთლიანად გადასვლა.
აქვე კიდევ ერთ განზომილებაზე დავსვათ აქცენტი – ნეიტრალიტეტის დაცვა დემოკრატიულ და ავტორიტარულ სისტემებს შორის შეუძლებელია. ქვეყანა ან იმართება დემოკრატიული პრინციპებით, ან არა. ჰიბრიდული რეჟიმები საბოლოოდ ავტორიტარულ სისტემებს მიეკუთვნებიან.
მაშასადამე, ნეიტრალიტეტის მხარდამჭერები ირიბად ძალაუფლების კონცენტრაციისა და ოლიგარქიის აპოლოგეტები გამოდიან.
– რამდენიც არ უნდა ამტკიცოს მმართველმა გუნდმა რომ ქვეყანას დემოკრატიულად მართავს, ვხედავთ, რომ ავტორიტარული მმართველობისთვის საკანონმდებო ბაზა რეალურად უკვე არსებობს.
ამის დამადასტურებელი ფაქტების დასახელება შორს წაგვიყვანდა. ისინი ეხება არა მხოლოდ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს, არამედ სხვა კანონებსაც, რომლებიც ართულებენ არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორის, არამედ პოლიტიკური გაერთიანებების საქმიანობას.
რაც მეტი დრო გადის, საშინაო პოლიტიკაში პოლიტიკური საქმიანობის პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხელისუფლება მეტად ცდილობს საზოგადოებრი აზრის მის ირგვლივ კონსოლიდაციას და ასევე ძალაუფლების კონსოლიდაციას.
ძალაუფლება კონსოლიდირებული ხელისუფლების ხელი სწვდება ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროს. იმდენადაც კი, რომ ბევრი ადარებს წინა ხელისუფლების საშინაო პოლიტიკაში საქმიანობის პრაქტიკას. მეტიც, ხშირად გაიგონებთ მტკიცებას, რომ „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობას ემსგავსება“.
დამკვირვებელთა ნაწილის მტკიცებით, დღევანდელი მმართველი გუნდი „ღირსეულად აგრძელებს შიშის დამკვიდრების, თვალთვალისა და პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება- შევიწროებისა და დევნის ტრადიციას.“
თქვენი შეფასებით, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პრაქტიკა, სხვადასხვა, შესაძლოა, უფრო „რბილი“ ფორმებით ემსგავსება „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პრაქტიკას?
– პოლიტიკის მეცნიერებაში არსებობს ძალიან ცოტა დაუწერელი კანონი. ერთი ცნობილი მკვლევარი ამბობდა, რომ დემოკრატია უპირველეს ყოვლისა ნიშნავს გადარჩევის უფლებას.
შეიძლება ჩვენ ვერასდროს მოვიყვანოთ ხელისუფლებაში ჩვენი ინტერესების ზედმიწევნით გამომხატველი ძალა, ვერ შევძლოთ ჩვენი ღირებულებებისა და მრწამსის ასახვა საარჩევნო შედეგებზე, ყოველთვის ვიყოთ იმედგაცრუებულნი. მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება გადავირჩიოთ ხელისუფლება და მთავრობათა პერიოდული მონაცვლეობით, გადარჩევით ვეძიოთ ჩვენთვის ყველაზე ოპტიმალური მმართველობა. „ქართული ოცნება“ მთავარ დემოკრატიულ უფლებას, ხელისუფლების გადარჩევის უფლებას გვართმევს.
ჩვენ გვაქვს უფლება გადავირჩიოთ ხელისუფლება და მთავრობათა პერიოდული მონაცვლეობით, გადარჩევით ვეძიოთ ჩვენთვის ყველაზე ოპტიმალური მმართველობა. „ქართული ოცნება“ მთავარ დემოკრატიულ უფლებას, ხელისუფლების გადარჩევის უფლებას გვართმევს
ივანიშვილს ჰგონია, რომ ის მარადიულია, მისი ძალაუფლება მარადიულად უნდა გაგრძელდეს. პრაქტიკულ პოლიტიკაში, იდეების სამყაროს არ ვგულისხმობ, მარადიული არაფერია, ყველა სისტემა ძველდება, მონაცვლეობის პრინციპის დაცვა გარდაუვალია. როდესაც პარტია ამ ელემენტარული წესების წინააღმდეგ მიდის, მას მშვიდობიანი მეთოდებით ფონს გასვლა აღარ შეუძლია, ამიტომაც ემსგავსება „ქართული ოცნება“ ნაციონალურ მოძრაობას.
„ნაციონალური მოძრაობა“ ღია და აშკარა ბოროტება გახლდათ, მოქნეული ნაჯახის ეფექტით ძალადობდა ყველაზე, ვინც მისი ჩანაცვლების მოთხოვნით გამოდიოდა. ძალადობის „ნაციონალური“ პრაქტიკა უფრო ბრუტალური და არაგონივრული იყო.
„ქართული ოცნება“ გაცილებით უფრო საშიშია, რადგან მისი ძალადობრივი ვერტიკალი შენიღბულია პროპაგანდის უბინძურესი ქსელით, ინტრიგებით, მაღალი რანგის დემაგოგიით. ივანიშვილის გუნდმა ისწავლა სააკაშვილის მაგალითზე. მათ იციან, რომ ადამიანთა დასამცირებლად და დასამორჩილებლად აუცილებელი არ არის სისასტიკის მუდმივი დემონსტრირება. ისინი ბრწყინვალედ ფლობენ გაჭიანურების ტექნიკებს, მახვილის მნიშვნელოვანი თემებიდან უმნიშვნელო საკითხებზე გადატანის უნარებს.
ძალადობის „ნაციონალური“ პრაქტიკა უფრო ბრუტალური და არაგონივრული იყო. „ქართული ოცნება“ გაცილებით უფრო საშიშია, რადგან მისი ძალადობრივი ვერტიკალი შენიღბულია პროპაგანდის უბინძურესი ქსელით, ინტრიგებით, მაღალი რანგის დემაგოგიით. ივანიშვილის გუნდმა ისწავლა სააკაშვილის მაგალითზე. მათ იციან, რომ ადამიანთა დასამცირებლად და დასამორჩილებლად აუცილებელი არ არის სისასტიკის მუდმივი დემონსტრირება. ისინი ბრწყინვალედ ფლობენ გაჭიანურების ტექნიკებს, მახვილის მნიშვნელოვანი თემებიდან უმნიშვნელო საკითხებზე გადატანის უნარებს
ჩემი აზრით, მთავარი რაც „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ აერთიანებთ ეს მორალის პარტიული გაგებაა, ამის შესახებ თავის ერთ-ერთ უკანასკნელ სატელევიზიო გამოსვლაში ისაუბრა მწერალმა ნაირა გელაშვილმა.
ივანიშვილისა და სააკაშვილის გუნდის წევრებისთვის უნივერსალური ჰუმანური ღირებულებები არ არსებობს. ყველა ნორმალური ადამიანი ხომ თანხმდება, რომ დაკავებული პირის, თუნდაც დამნაშავის ცემა, დასისხლიანება, დამცირება, შეურაცხყოფა, სახეში შეფურთხება დაუშვებელია? ასეთ დროს, წესით და რიგით, პარტიულ კუთვნილებასა და გემოვნებას ხომ არ უნდა აქცევდნენ ყურადღებას?
მთავარი რაც „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ აერთიანებთ ეს მორალის პარტიული გაგებაა
სამწუხაროდ, ივანიშვილისა და სააკაშვილის მიმდევართა ლოგიკა ამგვარი არ არის. ისინი ჰუმანიზმის პრინციპებს მეტოქეებზე არ ავრცელებენ და თუ პარტიულ მიზნებს დასჭირდება, ნებისმიერ მორალურ კომპრომისზე არიან წამსვლელი. აპროტესტებენ ახალგაზრდები ჩვენს მოქმედებებს?! მაშინ მათი ფეხქვეშ გათელვა და სახის ძვლების წიხლებით ჩალეწვაც კი გამართლებულია.
– თვე ნახევრის წინ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში თქვენ ბრძანეთ – „ჩვენს საზოგადოებას თითქმის აღარაფერი აერთიანებს, საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირებულ ჯგუფებს თითქმის აღარაფერი აქვთ საერთო, ხალხი ორ პარალელურ, გადამტერებულ ჯგუფად არის გაყოფილი. ეროვნული ტრაგედიისა და დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღიც კი ვეღარ ხდება რამდენიმესაათიანი დაზავების წინაპირობა“.
თქვენი ეს მოსაზრება, პრაქტიკულად, უმძიმესი შეფასებაა ჩვენი საზოგადოებისა და პოლიტიკური კლასის.
თქვენი შეფასებით, სავარაუდო, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ როცა მსოფლიოში ურთულესი პროცესები მიმდინარეობას, ქართული საზოგადოება და პოლიტიკური კლასი ამ პროცესებიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებს ასეთ ფრუსტრირებულ და დაქუცმაცებულ -დანაწევრებულ მდგომარეობაში მყოფი რომ ხვდება?
– საზოგადოებრივ ერთიანობას ქმნის კომპრომისის, დათმობის კულტურა. დაქუცმაცების მთავარი წინაპირობა შეიძლება გახდეს პოლიტიკურ ძალთა რწმენა იმის თაობაზე, რომ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას წარმოადგენენ. ქვეყანას ერთ მუშტად კრავს ძალაუფლებისა და სიმდიდრის მეტ-ნაკლებად სამართლიანი განაწილება.
„ქართულ ოცნებას“ აქვს პრეტენზია, რომ მხოლოდ თვითონ არის მართალი. ისინი არავის უსმენენ, არავის აზრს არ ითვალისწინებენ. ნებისმიერ ოპონენტს პროპაგანდისტული მანქანით სრესენ.
ივანიშვილის ამოცანაა, რომ ჩვენ ყველანი მისი მსახურები ვიყოთ. ასეთი ლოგიკა საზოგადოებაში იმედსა და ერთიანობას არ წარმოშობს
არ არიან მზად, რომ ძალაუფლების, პრივილეგიების, სიმდიდრის ნაწილი მაინც გაუნაწილონ გაუბედურებულ, გაღარიბებულ მოსახლეობას. ყველაფერი მხოლოდ თავიანთი თავისთვის, თავიანთი ოჯახის წევრებისთვის სურთ.
ივანიშვილის ამოცანაა, რომ ჩვენ ყველანი მისი მსახურები ვიყოთ. ასეთი ლოგიკა საზოგადოებაში იმედსა და ერთიანობას არ წარმოშობს.
– იძულებული ვარ, ისევ თქვენი თვე ნახევრის წინანდელი ინტერვიუ გავიხსენო, – „პოლიტიკური ოპონირების ნორმალურ რეჟიმზე გადასასვლელად რთულ და სერიოზულ საკითხებზე მსჯელობის დაწყებაა აუცილებელი“.
ვითარებაში, როცა სახელისუფლებო პროპაგანდა ლამის ყველა ოპონენტებს „აგენტებსა“ და „უსამშობლოებს“ ეძახის, ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ რუსული ინტერესების გატარებაში სდებს ბრალს, გარდა ამისა, ოპოზიციური სპექტრიც ვერა და ვერ ახერხებს ბრძოლის ერთიანი პლატფორმის ჩამოყალიბებას, თქვენი აზრით, ასეთი აშკარად არაჯანსაღი ვითარებიდან გამოსავალი, სავარაუდოდ, რა და როგორი შეიძლება იყოს?
– წინ ძალიან საშიში ზაფხული გველის. ყოველდღიური დემონსტრაციების მნიშვნელობა ნელ-ნელა იკლებს. ცხელ სეზონზე ძალიან გაძნელდება ადამიანების ქუჩაში გამოყვანა.
შემოდგომაზე ხალხის ხელახლა მობილიზებისთვის მკაფიო და ინოვაციური გეგმა იქნება შესამუშავებელი. არ მჯერა, რომ ჩვენს ოპოზიციას ნიჭი, ფანტაზია და გამჭრიახობა ეყოფა შედეგიანი სტრატეგიის მოსაფიქრებლად. ყველას იმედი გვქონდა, რომ ქუჩის აქციები და სასანქციო პოლიტიკა „ქართულ ოცნებას“ უფრო მეტად დაასუსტებდა, ამიტომ ვეწინააღმდეგებოდით ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას.
შესამუშავებელი. არ მჯერა, რომ ჩვენს ოპოზიციას ნიჭი, ფანტაზია და გამჭრიახობა ეყოფა შედეგიანი სტრატეგიის მოსაფიქრებლად
დღეს ასეთი ვითარებაა შექმნილი: ივანიშვილის გუნდმა ჯერჯერობით მოახერხა უმძლავრესი დარტყმების დროებით მოგერიება. ოპოზიცია ახალს ვერაფერს გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, მგონი, კვლავ ერთადერთი გამოსავალი გვრჩება – უნდა ჩავერთოთ უთანასწორო, უსამართლო საარჩევნო ბრძოლაში რეალისტური მიზნებით.
რა შეიძლება იყოს რეალისტური მიზანი?
ივანიშვილის მოწინააღმდეგეებს ნამდვილად შეუძლიათ საქართველოს ოთხი დიდი ქალაქიდან თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი, ორ მუნიციპალიტეტში გამარჯვება. ორ დიდ ქალაქში დამარცხებამ ან თუნდაც მხოლოდ თბილისიდან კალაძის გაძევებამ შეიძლება მნიშვნელოვანი საყრდენი გამოაცალოს „ქართულ ოცნებას“ და პირველი დარტყმა მიაყენოს კონსოლიდირებულ ავტორიტარიზმს.
ერთადერთი გამოსავალი გვრჩება – უნდა ჩავერთოთ უთანასწორო, უსამართლო საარჩევნო ბრძოლაში რეალისტური მიზნებით… თბილისის კალაძისგან გათავისუფლების იდეამ, შეიძლება საპროტესტო მოძრაობას ახალი სული შთაბეროს
ცხადია, არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ოპოზიციამ „ქართული ქარტიის“ პრინციპებით უნდა იმოქმედოს და ერთიან კანდიდატებად უპარტიო პროფესიონალები წარადგინოს.
თბილისის კალაძისგან გათავისუფლების იდეამ ან ოთხიდან ორი ქალაქის დაბრუნების მიზანმა შეიძლება საპროტესტო მოძრაობას ახალი სული შთაბეროს.
თუმცა, ცხადია, ვისურვებდი, რომ უთანასწორო, უსამართლო არჩევნებში მონაწილეობაზე უკეთესი გამოსავალი მოგვეძებნა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
