ლევან კოჭლოშვილი BBC-ის პუბლიკაციაზე: სინამდვილეში მხოლოდ ერთი რამ გამოჩნდა – ინფორმაციული მანიპულაციის დაუფარავი მცდელობა

ლევან კოჭლოშვილი BBC-ის პუბლიკაციაზე: სინამდვილეში მხოლოდ ერთი რამ გამოჩნდა – ინფორმაციული მანიპულაციის დაუფარავი მცდელობა
„ბრიტანული მედიის ნაწილი, კონკრეტული ჯგუფების გავლენის ქვეშ, ცდილობს საქართველოს შიდა პოლიტიკაში ხელოვნური დაძაბულობა შექმნას და პასუხისმგებლობა დააკისროს „ქართულ ოცნებას“ იმ თემაზე, რომელიც ფიზიკურადაც კი, ვერ არსებობდა თანამედროვე რეალობაში,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი. ის BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც ქართულ პოლიციას ბრალდება მომწამლავი გაზის გამოყენება რადიკალური აქციის მონაწილეების მისამართით. ლევან კოჭლოშვილი წერს, რომ როცა ფაქტები არ არსებობს, მათ იგონებენ და პროცესს გამოძიებად ასაღებენ.
„საქართველოსადმი მიმართული ბოლო „გამოძიება“, რასაც სირცხვილსაც ვერ დავარქმევ, კიდევ ერთი მაგალითია, როგორ იყენებს BBC გარკვეული კუნძულოვანი ბიუროკრატიის „დიფ სტეიტის“ ჯგუფებს, რომ რეგიონში პოლიტიკური რეალობა მცდარად წარმოაჩინონ. ახლა უკვე იმდენად მოუქნელები გახდნენ, რომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ნივთიერებას აბრალებენ ქვეყანას, სადაც თავად ყოფილი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პირდაპირ ამბობს – ბოლო შეძენა 2010-მდე იყო და მას შემდეგ არც შეძენილა, არც გამოყენებულა. და აი, ამ ფაქტის მიუხედავად, ზოგიერთი „გამომძიებელი ჟურნალისტი“ ისე ჩამოდგა, თითქოს სკანდალი იშვა. სინამდვილეში კი, მხოლოდ ერთი რამ გამოჩნდა – ინფორმაციული მანიპულაციის დაუფარავი მცდელობა. ეს უკვე ჟურნალისტიკა აღარ არის. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური შეტევა.
სწორედ ამიტომაც გამოიყურება ყველაფერი, თითქოს, წინასწარ დაწერილი სცენარი იყოს. ბრიტანული მედიის ნაწილი, კონკრეტული ჯგუფების გავლენის ქვეშ, ცდილობს საქართველოს შიდა პოლიტიკაში ხელოვნური დაძაბულობა შექმნას და პასუხისმგებლობა დააკისროს „ქართულ ოცნებას“ იმ თემაზე, რომელიც ფიზიკურადაც კი, ვერ არსებობდა თანამედროვე რეალობაში. ასე რომ, დასკვნა მარტივია: როცა ფაქტები არ აქვთ – იგონებენ; როცა ბრალდება ვერ დგას – „გამოძიებად“ ასაღებენ; როცა რეალობა ხელს არ აძლევს – ისტორიას წყვეტენ და თავიდან წერენ; და ბოლოს, ვინც საქართველოს სახელმწიფოს ასეთ აბსურდში ითრევს, მათ არა „გამოძიება“, არამედ პასუხისმგებლობა ევალებათ: პასუხისმგებლობა დეზინფორმაციაზე, პოლიტიკურ მანიპულაციაზე და საზოგადოებაზე ნეგატიური ზემოქმედების მცდელობაზე. საქართველო ფიქციის ადგილი აღარ არის, მით უმეტეს იმპორტირებული ფიქციის,” – წერს ლევან კოჭლოშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს