ლევან კობიაშვილი: ეს არ უნდა მომხდარიყო – ჩასაფრებული ადამიანები ცდილობენ, ფედერაციასა და კლუბებს შორის გაუგებრობა იყოს

“შეცდომა იქნა დაშვებული და ძალიან ვწუხვართ ამაზე. ხვიჩა ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ჩვენი გუნდის თითოეული წევრის არყოფნა დიდი დანაკლისი იქნებოდა. ადამიანური შეცდომა იქნა დაშვებული, ვერაფერს შევცვლით. ახლა 21 მარტზე უნდა ვიფიქროთ. აქამდე ყველა ერთად მოვედით და შევძელით, ასეთი მნიშვნელოვანი თამაში გვქონდეს. ჩვენ ერთად ვაღწევთ წარმატებას და ერთად ვაგებთ თამაშს. რთული გზა გავიარეთ. მეორედ გვაქვს რეალური შანსი, ოცნება ავიხდინოთ. არ უნდა მომხდრიყო, რაც მოხდა…
ჩემი ძველი პოსტი იმ დროის
საფეხბურთო პრობლემას ეხებოდა. სად ვართ ახლა, რითი მოვედით აქამდე. სად იყო მაშინ ნაკრები. ის პერიოდი დღევანდელისგან ძალიან განსხვავდება. რა ინფრასტრუქტურა გაგვაჩნია, ჩვენი 21-წლამდელები საუკეთესო რვა გუნდში მოხდვნენ. ყველაფერი ეს ერთიანობამ მოიტანა…
არიან ჩასაფრებული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ფედერაციასა და კლუბებს შორის გაუგებრობა იყოს. მათ თანხის ნაწილი ჩაერიცხათ, დარჩენილს კი დეკემბერში მიიღებენ. ამით შესახებ მათ იციან. ზოგიერთ კლუბს წლებია ფედერაციის ვალი აქვთ. ჩვენ გაგებით ვეკიდებით ამას და ისინიც ასე არიან.
ჩვენ აუცილებლად ვითამაშებთ ფინალში. რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება, ერთიანობაა!..”
მერამდენე განცხადცებაა ხან ვისი ხან ვისი . ყველა მოხელეა თანამდებობით და არც ერთი აზრზე არაა რას ნიშნავს მოხელეობა. დააშავე, პასუხი უნდა აგო. ესენი კი ისევ ერთიანობაზე და მსგავს რაღაცეებს მიედ მოედებიან. ‘საძმაკაცოს’ ვერ სცდებიან. ეგ გაუშვებთ ამათ მოუსავლეთში. მაგით დასრულდება, როგორც უკვე არაერთხელ მოხდა.
თქვენი და თქვენი საძმაკაცოს “გუნდის” პროფესიონალიზმი , შედეგებით და სატურნირო ცხრილით ჩანს!!! მწვრთნელს რო თანაშემწეებს ფედერაცია შეურჩევს მითუმეტეს ამდენს, თანაც საძმაკაცოდან ,მაქედან ჩანს სანიოლის პროფესიონალიზმი… ნაკრებია თუ საძმაკაცოს დასაქმების კანტორა? , ესაა რეალობა და ეხლა გინდა ჩასაფრებულის პოზიცია დაარქვით და გინდა ოპონენტების , ფაქტია…