ლევან კიკაჩეიშვილი ერთწლიანი გაცვლითი პროგრამით Hochschule Geisenheim University-ში იმყოფება

აგრარული უნივერსიტეტის ინფორმაციით, მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის სტუდენტი ლევან კიკაჩეიშვილი ერთწლიანი გაცვლითი პროგრამით გერმანიაში, ქალაქ გაიზენჰაიმში, Hochschule Geisenheim University-ში იმყოფება.
ლევანი გერმანიაში გაივლის რამდენიმე სასწავლო კურსს საერთაშორისო ღვინის ბიზნესისა და მეღვინეობის პროგრამებიდან. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ლევანი გეგმავს აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის დასრულებას, გერმანიაში მიღებული გამოცდილებით კი საკურსო ღვინის დაყენებას და ღვინის ინდუსტრიაში ჩართვას.
Hochschule Geisenheim University წარმოადგენს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პარტნიორ სასწავლებელს, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მევენახეობა-მეღვინეობის სტუდენტებს გაცვლითი პროგრამით.