ლევან იოსელიანმა საერთაშორისო კონფერენციაში – „იურიდიული პროფესიის დაცვის კონვენცია“, კანონის უზენაესობის დაცვის ეფექტური გზა, მიიღო მონაწილეობა

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც „ადვოკატის პროფესიის დაცვის შესახებ“ კონვენცია განიხილეს, როგორც სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფის ეფექტიანი ინსტრუმენტი.
ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათი ცნობით, ლევან იოსელიანმა შეხვედრაზე ყურადღება ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ადვოკატთა ასოციაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„ღონისძიებაზე, რომელშიც საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები მონაწილეობდნენ, იურიდიული პროფესიის დამოუკიდებლობისა და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფისთვის თვითმმართველი ადვოკატთა ასოციაციების როლსა და ევროპული კონვენციის თანახმად ადვოკატთა შეუფერხებელი პროფესიული საქმიანობის უზრუნველყოფისა და პროფესიული საიდუმლოების დაცვის საკითხებზე ისაუბრეს.
სახალხო დამცველმა თავის მისასალმებელ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა ადვოკატთა ასოციაციის მნიშვნელობაზე ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის აპარატის მრავალწლიან საქმიანობას ადვოკატთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
კონფერენცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დაარსებიდან 20 წლის აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო ჩხეიძე: კადრი კადრად და რომ მოვუსმუნე, განათლების რეფორმაზე საუბრობდა ჩვენი პრემიერი, სკამზე ჯდომა რომ ვერ ასწავლეს ის. ჟურნალუსტმა ეკონომიკაზე ჰკითხა და ეს განათლებაზე პასუხობს

შალვა პაპუაშვილი გაფართოების ანგარიშზე – ასეთი პრეტენზია საქართველოს შეფასებისა, გვახსოვს, ვის ჰქონდა – საბჭოთა მოსკოვს, რომელიც ხან ხუთწლედის გეგმებს გვისახავდა და ხან რას – ბრიუსელი პირდაპირი გზით მიექანება უკან, საბჭოთა კავშირისკენ