ლევან იოსელიანი უმრავლესობას – გასაგებია, რომ დღეს ციხეში არ აწამებენ ადამიანებს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ სხვა საკითხებზე არ უნდა ვილაპარაკოთ და უნდა ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგადაა და გადასარევად მიდის ქვეყანაში?!

არ გავაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს და არ ჩავერთვები პოლიტიკურ დებატებში – ყოველთვის ვისაუბრებ ადამიანებზე, ვისაუბრებ მათ უფლებებზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში პოლიტიკაზე, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, როცა ხელისუფლების საქმიანობას აფასებს, ცდილობს იყოს ობიექტური და იმავეს სთხოვს მათაც.
„სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი გამოწვევებია. გასაგებია, რომ დღეს ციხეში არ აწამებენ ადამიანებს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ სხვა საკითხებზე არ უნდა ვილაპარაკოთ და უნდა ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგადაა და გადასარევად მიდის ქვეყანაში?!
მე არ გავაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს და არ ჩავერთვები პოლიტიკურ დებატებში. ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია, სანამ ვიქნები სახალხო დამცველი. ყოველთვის ვისაუბრებ ადამიანებზე, ვისაუბრებ მათ უფლებებზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში პოლიტიკაზე. როდესაც აფასებთ ჩემს საქმიანობას, გთხოვთ მაქსიმალურად იყოთ ობიექტურები ამ შეფასების დროს. მე ვცდილობ, რომ ვიყო ობიექტური“, – განაცხადა იოსელიანმა.