ლევან იოსელიანი – მიუღებელია განსხვავებული მოსაზრებების გამო ადამიანებზე თავდასხმა, ეს იქნება კვერცხებით თუ სიტყვიერად – მნიშვნელოვანია ადამიანებმა, რომლებიც ამაში არიან ჩართულები, კანონის შესაბამისად აგონ პასუხი

მიუღებელია განსხვავებული მოსაზრებების გამო ადამიანებზე თავდასხმა, ეს იქნება კვერცხებით თუ სიტყვიერად – ეს არის პოლიტიკური კულტურის ნაწილი, რომელიც საქართველოში უნდა დავამკვიდროთ , – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, განაცხადა, რითაც პარტია “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიასა და საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისთვის თბილისის აეროპორტში კვერცხების სროლას გამოეხმაურა.
მისი თქმით, გამოძიებამ ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა გამოავლინოს, რომლებიც ამ და მსგავს ფაქტებში არიან ჩართულნი.
„მიუღებელია კვერცხების სროლაც, სიძულვილის ენის გამოყენებაც და შეურაცხყოფაც. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი, სადაც შესაძლოა გამოკვეთილი იყოს დანაშაულის ნიშნები, რეაგირება იყოს და ადამიანებმა, რომლებიც ამაში ჩართულები არიან კანონის შესაბამისად აგონ პასუხი. იმავეს ვიტყვი გიორგი გახარიას შემთხვევაშიც. მიუღებელია განსხვავებული მოსაზრებების გამო ადამიანებზე თავდასხმა, ეს იქნება კვერცხებით თუ სიტყვიერად. ეს არის პოლიტიკური კულტურის ნაწილი, რომელიც საქართველოში უნდა დავამკვიდროთ”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ცნობისთვის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის და “საქართველოსთვის” ლიდერს გიორგი გახარიას თბილისის აეროპორტში მოქალაქეები დახვდნენ, რომლებმაც მათ კვერცხები დაუშინეს. როგორც გიორგი გახარია აცხადებს, აღნიშნული პირები „ქართული ოცნების“ დავალებით მოქმედებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?