ლევან იოსელიანი ანკარაში გაემგზავრება

16-17 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ანკარაში მიემგზავრება, სადაც ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს თურქეთის რესპუბლიკის მთავარ ომბუდსმენთან შერეფ მალკოჩთან, ადამიანის უფლებათა და თანასწორობის ინსტიტუტის თავმჯდომარესთან პროფესორ, მუჰამერ კილიჩთან და პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრებთან.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართება ოფიციალური შეხვედრები იუსტიციის მინისტრთან, ილმაზ თანჩთან, პარლამენტის ქალთა და მამაკაცთა თანაბარი შესაძლებლობების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჩიგდემ ერდოღან ათაბეკთან და საკასაციო სასამართლოს პრეზიდენტთან, მეჰმედ აკარჩასთან.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – უმძიმესი დღე დადგა, ზარ-ზეიმით მიღებული კანდიდატის სტატუსი, დღეს ევროკავშირმა ბუტაფორიად შეაფასა და პრაქტიკულად გაგვიყინა – ამ გზაზე დაბრუნება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ყველა უნდა გამოვიდეთ და ვუპასუხოთ რუსთაველიდან

საქართველოს საგარეო უწყება – შემაშფოთებელია, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო ნეგატიური შეფასებების გასაჟღერებლად და მორიგი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული