ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

თავისუფალ ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიური, ოთხგზის მსოფლიო და სამგზის ევროპის ჩემპიონი, ლეგენდარული ქართველი ფალავანი ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ის საქართველოს ისტორიაში ერთადერთი მოჭიდავე იყო, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა.
ლევან თედიაშვილმა ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა 1987 წელს გადაღებულ რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმში „ხარება და გოგია“.
ლევან თედიაშვილი ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა.