ლევან თაქთაქიშვილი: და ერთიც! ვინც სტალინს პერმანენტულად აგინებს, უმეტეს შემთხვევაში ამ მაგინებლის პაპა, ნათესავები ან ნკვდ-ს მუშაკია, ან კომპარტიის შნირი, სახლმართველობის აგენტი, დაბალი ფენის წარმომადგენელი, რომელიც პარტიამ აღზარდა

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი:
როგორ არ აფასებენ სტალინს?!
აი, დაფიქრდით! ნამუსიც ხომ არსებობს! მილიონობით დოლარს ხარჯავს თურქეთი, რომ თავის ისტორიულ მიწას დაუკავშირდეს შუა აზიაში და 1944 წელს სტალინმა ყოველგვარი ხარჯის გარეშე ახალციხის თურქები შუა აზიას გაუყენა. თან წინასწარ აღრიცხა , მშობლიური ენა რა ჰქონდათ. ასე მაგალითად ჰიტლერს რომ ებრაელები არ დაეხოცა და ისრაელში გაეგზავნა !
კაცო, გზა გაგყავს შენს წმინდა მხარეში, ცოტა დაიცადე, გაიხარე, შენს პატარა მეზობელს პატივი ეცი, მაგრამ არა! მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო! კიდევ კარგი, ტაო – კლარჯეთის მიწები არ შემოიერთა სტალინმა .
ყველაფერს აგვახევდნენ ეხლა. თან ბათუმსაც მიაყოლებდნენ! არაფერი არ შეშინებია გორელ ლომს. მიხვდა, ეს ბლეყვე ქართველები ვერ შეინარჩუნებენ დემოგრაფიულად სამცხე საათაბაგოსო და მის სანაცვლოდ ქლუხორი შეუერთა საქართველოს.
ეხ, სტალინის მერე დავრჩით მარტო !
ერთი კვადრატული მეტრი დაგითმოს აბა ვინმემ, თუნდაც ოკუპირებული. მდინარემ შეიცვალა კალაპოტი სამცხეში და მაშინვე მოითხოვეს მდინარის მეორე ნაპირზე დარჩენილი პატარა მიწის ნაკვეთი თურქებმა. .ივეცით კიდეც ამ რამდენიმე წლის წინ.
P.S. და ერთიც! ვინც სტალინს პერმანენტულად აგინებს, უმეტეს შემთხვევაში ამ მაგინებლის პაპა, ნათესავები ან ნკვდ-ს მუშაკია, ან კომპარტიის შნირი, სახლმართველობის აგენტი, დაბალი ფენის წარმომადგენელი, რომელიც პარტიამ აღზარდა. ერთმა უძვირდასესი წიგნი გამომიტანა-პაპაჩემისაა, ნკვდ-ს მაღაზიაში აქვს ნაყიდიო. დღეს ის თავის ფეისგვერდზე სტალინის მაგინებელია! რატომ, ძმაო, თბილისს ვერ ნახავდით მისი შთამომავლები, აკი ამბობ კიდეც-პაპაჩემის პაპა მეჯოგე იყოო. ვააა!