ლევან დავითაშვილი – ქუთაისში მოიაზრებოდა თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა, რაზეც მთავრობა მომავალშიც იმსჯელებს, დამატებით დეტალებს წარვადგენთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას

თავისუფალი ეკონომიკური ზონა მოიაზრებოდა ქუთაისში, ამაზე მთავრობა მომავალშიც იმსჯელებს, ეს საკითხი გადაიდო, დამატებით დეტალებს წარვადგენთ და ამის შემდეგ მიიღებს მთავრობა გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, პროექტის მიხედვით ქუთაისში ახალი სამრეწველო ზონის შექმნა მოიაზრებოდა, რომელიც ძირითადად სამშენებლო მასალების წარმოებას და საფეიქრო ინდუსტრიის განვითარებას გულისხმობდა.
„თავისუფალი ეკონომიკური ზონა მოიაზრებოდა ქუთაისში, თუმცა მთავრობა მომავალშიც იმსჯელებს, ეს საკითხი გადაიდო, დამატებით დეტალებს წარვადგენთ კოლეგებთან და ამის შემდეგ მიიღებს მთავრობა გადაწყვეტილებას. პროექტის მიხედვით მოიაზრებოდა ქუთაისში ახალი სამრეწველო ზონის შექმნა, რომელიც ძირითადად სამშენებლო მასალების წარმოებას და საფეიქრო ინდუსტრიის განვითარებას გულისხმობდა“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი ევროპიდან კრიტიკაზე – ზღაპრებს როცა ჰყვებიან, კვებავენ მილევად რადიკალურ ფრთას, აღარაფერი შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან – გული მტკივა ახალგაზრდებზე, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და გამოკეტილი ჰყავთ, ისინი ჩვენ არ გვყავს გამოკეტილი ციხეში