ლევან დავითაშვილი – საქმით დავამტკიცეთ, რომ ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის კუთხით შეუძლია ჰქონდეს პროგრესი – არჩევნების დასრულების შემდეგ დაცხრება ემოციები, გაგრძელდება ყველაფერი ისე, როგორც მიდიოდა

ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი მიღწევები, თუკი ოდესმე ქვეყანას ჰქონია – საქმით დავამტკიცეთ, რომ ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის კუთხით შეუძლია ჰქონდეს პროგრესი და ეს პროგრესი ყველასთვის ნათლად არის ცნობილი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი შეფასებით, აუცილებლად მოხდება ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.
„მე აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ მოვახდენთ ურთიერთობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. ჩვენ არ შეგვიფერხებია არაფერი, ვართ წინასაარჩევნო პერიოდში, რომელმაც, სამწუხაროდ, მიიღო არაორდინალური სახე – არჩევნების დასრულების შემდეგ დაცხრება ემოციები, გაგრძელდება ყველაფერი ისე, როგორც მიდიოდა და ჩვენ კიდევ გვექნება პროგრესი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, როგორც გვქონდა აქამდე”, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო იმ პრინციპებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, რომელსაც საქართველო და სლოვაკეთი აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა