ლევან დავითაშვილი – მოგილოცავთ ძალიან დიდ გამარჯვებას, რომელსაც 30 წელი ველოდით

მოგილოცავთ თქვენ და თითოეულ ქართველს ძალიან დიდ გამარჯვებას, რომელსაც 30 წელი ველოდით – მინდა საქართველოს ნაკრებს ვუსურვო დიდი წარმატება უკვე ევროპის ჩემპიონატზე, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დავითაშვილმა მთლიანად საქართველოსა და თითოეულ ქართველს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გუშინდელი გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა მიულოცა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ წარმატებაში მონაწილეობდა და პირველ რიგში, ჩვენს ფეხბურთელებს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება