ლევან დავითაშვილი მთავრობაში თანამდებობას აღარ იკავებს

ლევან დავითაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში ეკონომიკის მინისტრი იყო, უფრო ადრე კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობდა, მთავრობაში ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობასაც აღარ იკავებს. ინფორმაცია მედიას „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ მიაწოდა.
„[ლევან დავითაშვილი] კერძო სექტორში გადავიდა. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც წარმართავს ეკონომიკურ პოლიტიკას, ეს არის ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი. თავიდან ბოლომდე ვეყრდნობით მას, როცა ჩვენ ვაწარმოებთ ეკონომიკურ პოლიტიკას“, – თქვა მ.
ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა 2025 წლის 24 ივნისს დატოვა. სწორედ ამ დროიდან მუშაობდა ის ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლისა და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობაზე. ის წლების განმავლობაში იყო პირველი ვიცე-პრემიერიც, მათ შორის ირაკლი კობახიძის გუნდშიც.
ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა კორუფციის ბრალდებით რომეო მიქაუტაძის დაკავებიდან სამი დღის შემდეგ დატოვა. პროკურატურა რომეო მიქაუტაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის, 2 556 192 ლარის, უკანონო დაუსაბუთებელ ლეგალიზაციას ედავება. ყოფილი მაღალჩინოსნისთვის წაყენებული ბრალი 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ფორუმი