ლევან დავითაშვილი – დარწმუნებული ვარ, გაირკვევა, რომ Concentrix Georgia არის კომპანია, რომელიც აკეთებს ღირებულ BPO ბიზნესს და ეს არალეგალური საქმიანობა არ არის

დარწმუნებული ვარ, გაირკვევა, რომ Concentrix Georgia არის კომპანია, რომელიც აკეთებს ღირებულ BPO ბიზნესს და ეს არ არის არალეგალური საქმიანობა, – ასე უპასუხა ვიცე -პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების შესვლას ეხებოდა.
მისივე თქმით, სამართალდამცავების პრეროგატივაა, რომ გაარკვიონ რა ხდება ამ კომპანიასთან დაკავშირებით.
„Concentrix Georgia არის კომპანია, რომელიც მოღვაწეობს BPO (business process outsourcing) სექტორში. დაგეთანხმებით, „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში გვქონდა შესწავლილი ეს სექტორი. ჩავთვალეთ, რომ ეს იყო დასაქმების კარგი წყარო და ავტორიტეტული საერთაშორისო BPO კომპანიების შემოყვანა მოვახერხეთ ქვეყანაში, რომლებმაც, რა თქმა უნდა, დასაქმებას ხელი შეუწყო. თუმცა თქვენ იცით, რომ მეორე მხრივ ასევე აქტუალურია ე.წ. დანაშაულებრივ ქოლცენტრებთან ბრძოლა, რომელსაც სამართალდამცავები აწარმოებენ იმისთვის, რომ ასეთი კრიმინალური საქმიანობა ქვეყანაში არ არსებობდეს. დარწმუნებული ვარ, გაირკვევა, რომ ეს არის კომპანია, რომელიც აკეთებს ღირებულ BPO ბიზნესს და ეს არ არის არალეგალური საქმიანობა. შესაბამისად, სამართალდამცავების პრეროგატივაა, რომ გაარკვიონ რა ხდება ამ კომპანიასთან დაკავშირებით. იგივე შემიძლია გითხრათ სხვა ორგანიზაციებშიც თუ ასეთი ტიპის შემოწმებები ხორციელდება, ბუნებრივია დეტალური ინფორმაცია არ გამაჩნია და ამაზე სამართალდამცავები უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისში, ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ. „ფორმულას“ ინფორმაციით, ამ წუთებში, 3 სართულზე მიმდინარეობს ჩხრეკა. ასევე პოლიციამ ჩხრეკა დაასრულა Atlantic Council-ის ოფისში. პარტია „ფედერალისტების“ წევრის, გიორგი ნონიაშვილის განცხადებით, ფინანსური პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკა მის საცხოვრებელ სახლსა და მისი მეუღლის ოფისში Atlantic Council, სავარაუდოდ უკავშირდება ამავე კომპანიის საქმიანობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ცუცქირიძე – მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომელთა წინააღმდეგ ახლა ატარებენ ჩხრეკას და ცდილობენ დააშინონ – იყავით მტკიცედ, ნუ შეგაშინებთ „ქართული ოცნების“ დასკვნითი აქტის აბსურდი

ვახტანგ გომელაური – ბრძანებას მე გავცემ მარტო გაზზე კი არა, წყლის ჭავლზეც, არავითარი ჭელიძე, არავითარი ხარაზიშვილი – აქციებზე შეიძლება იყო გადამეტება, მაგრამ ამას გამოძიება სჭირდება, პოლიციელების გარჩევა რთულია