ლევან დავითაშვილი – ბათუმში აეროპორტი ბათუმისთვის არის პლუსი, ტურისტულ და საქმიან მიზიდულობას მხოლოდ ზრდის – იმ შემთხვევაში თუ სხვაგან გადავიტანთ, ქუთაისის აეროპორტთან მოდის კონკურენციაში

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის განაცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ს საერთაშორისო აეროპორტის სხვა ლოკაციაზე გადატანა მოხდება, ის პირდაპირ კონკურენციაში იქნება ქუთაისის საერთაშორიოს აეროპორტთან.
ამის შესახებ დავითაშვილმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ორი საერთაშორისო აეროპორტი გვერდიგვერდ არსებობა არც ერთის განვითარებას ხელს არ შეიწყობს.
„ანგარიშში აღვნიშნეთ, რომ ბათუმში მგზავრთა ნაკადი იზრდება და ბათუმის აეროპორტის შესწავლა-შეფასება მიმდინარეობს, მათ შორის სატერმინალო ნაწილში ინფრასტრუქტურის გასაზრდელად იმისთვის, რომ ადეკვატურად მოემსახუროს ქალაქ ბათუმს.
ბათუმში ასე ახლოს აეროპორტის ქონა ბათუმისთვის არის პლუსი, ბათუმის ტურისტულ და საქმიან მიზიდულობას მხოლოდ ზრდის. იმ შემთხვევაში თუ სხვაგან გადავიტანთ, ის პირდაპირ მოდის კონკურენციაში ქუთაისის აეროპორტთან, იმიტომ, რომ გურიაში პოტენციური აეროპორტი ძალიან ახლოს იქნება, მით უმეტეს, დასასრულს უახლოვდება ჩქაროსნული მაგისტრალი. ორი საერთაშორისო აეროპორტი გვერდიგვერდ აკეთებს კანიბალიზაციას და არც ერთის განვითარებას ხელს არ უწყობს, ამიტომ აქ ძალიან მარტივი პასუხია, ამას დიდი შესწავლა არ უნდა და ღრმა ანალიზის გარეშეც შეგვიძლია პასუხი გავცეთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?