ლევან დავითაშვილი აშშ-ის 95-მილიონიანი დახმარების შეჩერებაზე – ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობას,თუმცა კონკრეტულად ამ დახმარებაზე ვერაფერს გეტყვით – არ ვიცი, რა პროექტზეა საუბარი

არ ვიცი რა ტრანშზე, რა დახმარებაზეა საუბარი – საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან არ გადაუხვევია, მკაფიოდ მინდა განვაცხადო – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც -ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფის შეჩერებას შეეხებოდა.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, აშშ-თან საქართველოს აქვს, ექნება და კიდევ უნდა გაღრმავდეს მჭიდრო თანამშრომლობა.
„საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან არ გადაუხვევია, მკაფიოდ მინდა, განვაცხადო, ეს არის ძალიან ცალსახა, შესაბამისად, ჩვენთვის დაახლოება და პარტნიორობა დასავლეთთან ისეთივე აქტუალური რჩება, როგორც იყო ყოველთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, მათ შორის აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობას. კონკრეტულად ამ დახმარებაზე ვერაფერს გეტყვით. მე არ ვიცი, რაზეა საუბარი. ალბათ, უფრო მეტი განმარტება იქნება, კონკრეტულად რა ტრანშზე, ან რაზე იყო ლაპარაკი, რა პროექტზე. მე ამის შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია, ამიტომ ვერაფერს მოგახსენებთ. დანარჩენი იმას, რომ ჩვენ აშშ-თან გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა, გვაქვს და კიდევ უფრო უნდა გავაღრმაოთ, ამის განწყობას გიფიქსირებთ“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტ პირდაპირ დახმარებას აჩერებს. კერძოდ, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ს განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგად, შეერთებული შტატები 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას აჩერებს, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს მთავრობას.
ენტონი ბლინკენი განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ტყუილის შემცველი განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობის ნორმებს.

ასევე დაგაინტერესებთ