ლევან დავითაშვილის თქმით, თეთრ სახლში ენდრიუ პიკს შეხვდა – ვინ არის იგი

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა -ში ვიზიტისას თეთრ სახლში, კერძოდ კი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში პირველი შეხვედრა გამართა, – იუწყება სამინისტროს პრესცენტრი.
26 აპრილს გავრცელებული ცნობის თანახმად, ლევან დავითაშვილი შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ ასისტენტს, ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში უფროს დირექტორს, ენდრიუ პიკს.
შეხვედრის ამსახველი ფოტოები არ გავრცელებულა – სამინისტრომ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ფეისბუკზე თეთრი სახლის ფოტო დაურთო.
ექსპრეზიდენტ ს ადმინისტრაციაში, 2024 წლის აპრილიდან, ეს თანამდებობდა მაიკლ კარპენტერს ეკავა.
რა თქვა დავითაშვილმა
დავითაშვილი-პიკის შეხვედრას, ამავე წყაროს თანახმად, ესწრებოდა დავითაშვილის მოადგილე გენადი არველაძე.
ლევან დავითაშვილმა შეხვედრა შეაფასა, როგორც „განსაკუთრებულად და გამორჩეულად მნიშვნელოვანი“ და „მრავლისმტყველი“.
მან ახლაც გაიმეორა სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორიოდე დღის წინ გამართული შეხვედრის შემდეგ დასმული აქცენტი:
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალ ადმინისტრაციასთან იმ პრიორიტეტებზე საუბარი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გააჩნია და რომელიც სრულადაა თანხვედრაში პრეზიდენტ ტრამპის ხედვებთან“.
„თანამშრომლობის პერსპექტივები არის ძალიან ბევრი. ჩვენ ვისაუბრეთ შესაძლებლობებზე, რომელიც ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ ორ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს,“ – სამინისტროს პრესცენტრის თანახმად, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ვინ არის ენდრიუ პიკი
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელიც 1947 წელს დააარსა პრეზიდენტმა ჰარი ტრუმანმა, არის აშშ-ის პრეზიდენტის ძირითადი პლატფორმა ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხების განსახილველად.
ამჟამად, პრეზიდენტ ს მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში არის მაიკ უოლცი.
ენდრიუ პიკი ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის პირობებში სახელმწიფო დეპარტამენტში ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე, შემდეგ კი, 2020 წელს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში მუშაობდა.
აქამდე იგი მაიკ უოლცის, როგორც კონგრესმენის, მრჩეველი იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
დასავლურ და რუსულ სამთავრობო პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ენდრიუ პიკი იყო ერთ-ერთი პირი, რომელიც ხელმძღვანელობდა საუდის არაბეთში აშშ-რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებების ერთ-ერთ რაუნდს, 24 მარტს.
· ამ მოლაპარაკებებში რუსულ მხარეს გრიგორი კარასინი და სერგეი ბესედა წარმოადგენდნენ;
· 23 და 25 მარტს ამერიკული დელეგაცია საუდის არაბეთში უკრაინულ მხარესაც შეხვდა.
აშშ-ის მოლაპარაკებები სა და რუსეთთან – რა ვიცით
ენდრიუ პიკი ბოლო პერიოდამდე ასევე იყო კონსერვატიული კვლევითი ცენტრის, „ატლანტიკური საბჭოს“ (Atlantic Council) არარეზიდენტი უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ახლო აღმოსავლეთის პროგრამაზე.
„ატლანტიკური საბჭოს“ ცნობით, ენდრიუ პიკი მუშაობდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ირანის სანქციები, პოლიტიკური ურთიერთობები ერაყთან, ამერიკელ ტყვეთა გათავისუფლება, ს ჩარევა არჩევნებში და ა.შ..
სხვა შეხვედრები
დავითაშვილმა თქვა ისიც, რომ ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაში „არსებობს ძალიან მყარი პოზიცია“, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა „არა თუ გაგრძელდეს, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდეს“.
ჯერჯერობით ამერიკელ მაღალჩინოსნებს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებიათ.
სახელმწიფო დეპარტამენტს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ჯერჯერობით შენარჩუნებული აქვს კრიტიკული პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი კომენტარი საქართველოზე ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში
დავითაშვილი „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება ვაშინგტონში. მას აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ჰქონდა შეხვედრები.
· დავითაშვილის თქმით, „ძალიან საინტერესო შეხვედრები“ გამართა აშშ-ის კომერციის დეპარტამენტსა და სახაზინო დეპარტამენტში.
· დავითაშვილი შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკს.
ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოს აშშ-ში ელჩი „უახლოეს ხანებში“ ეყოლება
რადიო თავისუფლება 24 აპრილის დილას დაუკავშირდა შეერთებული შტატების საელჩოს კითხვით, რა თემაზე ისაუბრეს მხარეებმა; ასევე, ახსენა თუ არა ჯოშუა ჰაკმა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, დემონსტრანტებისადმი მოპყრობა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში ცვლილებები; ასევე, რა იყო მისი გზავნილი ქართული მხარისადმი.
საელჩოსგან ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია.
ამერიკულ მხარეს დავითაშვილთან შეხვედრების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
· ჯოშუა ჰაკი აღნიშნულ თანამდებობაზე 2023 წლის 20 ივნისიდან, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროიდან მუშაობს. მანამდე სამხრეთ ევროპული საქმეების სამსახურის დირექტორი იყო ევროული და ევრაზიული საქმეების ბიუროში. წარსულში, დიპლომატიურ სამსახურში, უმუშავია ჩინეთის საქმეთა ოფისში, ასევე, ფიზიკურად უმუშავია შანხაიში, ჰონგ-კონგსა და ტაივანში.
· 2024 წლის 24 ივლისს აშშ-ის კონგრესში, საქართველოსა და მოლდოვაში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე ჯოშუა ჰაკმა გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება.
· მან განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მკვეთრად გადაუხვია დემოკრატიული ტრაექტორიიდან, რაც ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და აშშ-სთან ურთიერთობებს რისკის ქვეშ აყენებს.
„ორ თვეში გახდება ცნობილი“ – ვის კანდიდატურას განიხილავს „ოცნება“ აშშ-ში ელჩის ვაკანტურ პოსტზე?
25 აპრილს, საქართველოში უწყვეტი საპროტესტო დემონსტრაციების 150-ე დღისთვის, 26 აპრილისათვის ამერიკელმა კონგრესმენებმა და სენატორებმა როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიიდან ქართველი ხალხის მხარდასაჭერი წერილი გამოაქვეყნეს და ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
„მოვუწოდებთ ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს, შემოგვიერთდნენ მოთხოვნებში – დაინიშნოს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საქართველოში და ქვეყანაში ყველა პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდეს“, – ვკითხულობთ 25 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: “რადიო თავისუფლება”