ტერმინი „განათლების დეფორმა“ აიტაცა საზოგადოებამ, თუმცა, კაცმა რომ თქვას, ეს მოფერებით ნათქვამია, რეალურად ეს არის საკმაოდ კარგად გათვლილი მავნებლობა, რომელიც თუ გაგრძელდა, რაღაც დროის მანძილზე გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ჩვენი განათლების სისტემას“, – ამბობს პროფესორი ლევან გორდეზიანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერი „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე, გააერთიანოს ორი ძველი ქართული უნივერსიტეტი – თსუ [ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი] და სტუ [საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, „გეპეი“]
წარმოუდგენელია, რომ ხელისუფლებამ დაგვიგეგმოს ჩვენ ხუთი წლის მერე რა სპეციალობები იქნება, რა არ იქნება… ბაზარი ხომ არ არის ჩაკეტილი, ჩვენ ხომ არ ვზრუნავთ იმაზე, რომ ეს ბატონის მამული იყოს, რომელსაც შემოვღობავთ და… ყმას ზოგს თოხს დავაჭერინებთ ხელში და ზოგს ბატის ფრთას, რომ ბატონს მოემსახუროს?!“ — თქვა ლევან გორდეზიანმა სოფო ზურაბიანის საავტორო გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“.




