“ღარიბი ქვეყნის პრემიერი მილიონიანი მანქანით რომ დადიხარ და ბაღის თანამშრომელს 800 ლარზე ნაკლებ ხელფასს აძლევ, ნაძირალა ხარ” – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
ამის შესახებ მან “TV პირველის” ეთერში დიანა ტრაპაიძესთან ისუაბრა.
მისი თქმით, ასეთი პრემიერ-მინისტრისგან არაფერი არ გამოვა, რადგან “ადამიანების მიმართ ემპათია არ აქვს”.
ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ჩვენი გუნდი ამ დაკვეთას ასრულებს, ეს არის რეალობა, ჩვენ არ დავფრინავთ ჰაერში, ჩვენ რეალობაში ვცხოვრობთ. ანუ ადამიანები, თვის ბოლოს, მაგალითად ექთნები აიღებენ 800 ლარს, ეს არის რეალობა. ის, რომ ბაღის მასწავლებელი, ჩვენ მცირეწლოვანი ბავშვები გვყავს და დღევანდელი რეალობა ვიცი რა ხდება საჯარო ბაღში, ფანტასტიური ხალხი მუშაობს, ძალიან ბევრს შრომობენ ჩვენ შვილებზე, ჩვენი მეზობლების, ჩვენი მეგობრების შვილებზე, ეს ხალხი ამ ბავშვებზე ზრუნავს, მაგრამ შენ როდესაც ამ ადამიანს აბარებ 30 ბავშვს, ხელფასს არ აძლევ 800 ლარზე მეტს და კიდევ არჩევნები იქნება, თუ სხვა რაღაც სამთავრობო, სულ მუდამ წნეხში გყავს, ჩვენ ამ ადამიანებზე ვფიქრობთ, ჩვენ ამ ადამიანების რეალობაში ვცხოვრობთ.
ეს არის, იმიტომ ვამბობთ, რომ არ შეიძლება პრემიერ-მინისტრი, რომელიც დადის მილიონიანი მანქანით, ღარიბი ქვეყნის პრემიერი მილიონიანი მანქანით რომ დადიხარ და ბაღის თანამშრომელს, რომელსაც 30 ბავშვი აბარია, იმას 800 ლარზე ნაკლებ ხელფასს აძლევ, შენ ხარ ნაძირალა და არაფერი არ გამოვა შენგან იმიტომ არ გამოვა, რომ ემპათია არ გაქვს ამა ადამიანების მიმართ,” – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

