ლევან გოგიჩაიშვილი – კარგი იქნება თუ სასამართლოში სიტუაცია გატყდება და ეს უნდა მოხდეს თვითონ მოსამართლეების მხრიდან

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი გადის დღეს სასამართლოებზე, იმიტომ, რომ ივანიშვილს მურუსიძე სჭირდებოდა ამ დღისთვის – კარგი იქნება თუ სასამართლოში სიტუაცია გატყდება და ეს უნდა გატყდეს თვითონ მოსამართლეების მხრიდან, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაში მონაწილეობს.
ლევან გოგიჩაიშვილმა მოსამართლეებზე საზოგადოების მხრიდან წნეხის აუცილებლობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით აქტიურობის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.
„საბოლოო ჯამში, ჩვენ როდესაც ვკამათობდით სასამართლოებზე, ეს ადამიანი [] ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ მას სთვის სჭირდებოდა სასამართლო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლის ხაზი უნდა გავიდეს სასამართლოზე, აქ, იმიტომ, რომ რეალურად სასამართლოებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. ჩვენ ვნახეთ თეთრიწყაროს მაგალითზე, ეს რაღაცნაირად შეიძლება იყოს გადამდები, მაგრამ სასამართლოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება. ჩვენ არ გვჯერა ამის, მაგრამ აქ უნდა ვიყოთ ყველა ვარიანტში. ისეთ ადმინისტრაციულ ორგანოებში, როგორიც არის , პროკურატურა, ამ უწყებებში შეიძლება იხარშებოდეს რაღაც პროცესი და ამ უწყებებში შეიძლება რაღაც პროცესი დაიძრას. პროკურატურა, სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, პერსონალურად ივანიშვილის ქვეშ არის, სასამართლოც პერსონალურად ივანიშვილის ქვეშ არის, ეს უწყებები, ეს ინსტიტუციები არ არის ზე მიბმული ინსტიტუციები, ეს არის უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესზე მიბმული ინსტიტუციები. კარგი იქნება თუ აქ სიტუაცია გატყდება და ეს უნდა გატყდეს თვითონ მოსამართლეების მხრიდან. საბოლოო ჯამში, გუშინდელი გადაწყვეტილების მიხედვით, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ისინი დამოუკიდებლები არიან, მათ იმუნიტეტი აქვთ, მათი ინდივიდუალიზმი მაღალი უნდა იყოს და იქნებ რაღაცნაირად გონს მოეგონ ეს ადამიანები, უბრალოდ ის გააკეთონ, რაც რეალობაა, სიმართლე დაინახონ. ამ ქვეყანაში რომ ფარულობა არ იყო დაცული არჩევნების დროს, მათ შორის, მათ წიაღში მოხდა ამ მტკიცებულების შექმნა, ამიტომ მოსამართლეებზე ახლა დიდი წნეხი უნდა იყოს“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.