ლევან გაჩეჩილაძე 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე: რამდენიმე ასეული ადამიანი, დამკვირვებელიც მათ შორის, იყვნენ დაჭერილები, ოქმები იყო თავიდან ბოლომდე განადგურებული

ლევან გაჩეჩილაძე 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე: რამდენიმე ასეული ადამიანი, დამკვირვებელიც მათ შორის, იყვნენ დაჭერილები, ოქმები იყო თავიდან ბოლომდე განადგურებული
პარლამენტის ყოფილმა წევრმა და “ნაცმოძრაობის” რეჟიმის დროს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა. გაჩეჩილაძის თქმით, საპრეზიდენტო ჩატარდა ისეთ ვითარებაში, სადაც არანაირი პოლიტიკური მოედანი არც მედიის საშუალებით, არც სარეკლამო ბილბორდების და სხვა რეკლამების საშუალებით ოპოზიციას არ ჰქონდა.
„საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა ისეთ ვითარებაში, სადაც არანაირი პოლიტიკური მოედანი არც მედიის საშუალებით, არც სარეკლამო ბილბორდების და სხვა რეკლამების საშუალებით ოპოზიციას არ ჰქონდა. მე ვიყავი გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი კანდიდატი, ამ არჩევნებში მონაწილეობას იღებდნენ ოპოზიციიდან: შალვა ნათელაშვილი, დათო გამყრელიძე, ბადრი პატარკაციშვილი და მე.
მე მივიღე ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ საერთო ხმები იყო იმაზე მეტი რამდენიც მიიღო იმ დროინდელმა პრეზიდენტმა, ბევრად მეტი იყო“,- განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ. ლევან გაჩეჩილაძის თქმით, არჩევნების შემდეგ რამდენიმე ასეული ადამიანი, დამკვირვებელიც მათ შორის, იყვნენ დაჭერილები, ხოლო ოქმები იყო თავიდან ბოლომდე განადგურებული. „ჩემამდე შემოვიდა მხოლოდ და მხოლოდ თბილისის ოქმები, რამდენიმე ასეული ადამიანი, დამკვირვებელიც მათ შორის, იყვნენ დაჭერილები. ოქმები იყო თავიდან ბოლომდე განადგურებული. ბევრი ოქმი ჩამოვიდა, სადაც 1500 ხმით 0 ჩაწერეს. იგივე პარალელური ოქმები რომლებმაც ჩემამდე ჩამოაღწია 400 ხმით 100 ხმას მე ვიგებდი, მაგალითად მარნეულის რაიონში, ასეთ რაიონებში საიდანაც 1500-ით 0 ჩამოვიდა. მაგრამ ის ოქმები, რომლებიც მე მქონდა 2-3 იყო ასეთი, მერე შემომივარდნენ ნიღბიანები და ყველაფერი რომ წაიღეს ისიც გააყოლეს. როცა უნდოდათ მაშინ შემოვარდებოდნენ, რასაც უნდოდათ აკეთებდნენ“,-განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
Next: ელჩებისგან პირდაპირ იგრძნობოდა, რომ ისინი თავიდან ბოლომდე ყველაფერს უთეთრებდნენ სააკაშვილს

ასევე დაგაინტერესებთ

შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით – განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფნის მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე

ბაჩიაშვილის არცერთმა უკანონო ქმედებამ არ გაამართლა და ახლა დარჩათ ბოლო გზა, რა მარტივი ყოფილა ამ ეპოქაში დიდი ფულის მოპარვა და შემდეგ მისი ,,დაკრიშვა” – ვინც გენდობა გადააგდე, იპოვე ჯინ შაჰინისნაირი ყველაფერზე წამსვლელი და ეგაა, გმირიც გამომცხვარია

ქალბატონმა შაჰინმა სხვისი ქონების მიმთვისებელი, ფულის გამთეთრებელი და საზღვრის უკანონო დამრღვევი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლად შერაცხა. გიორგი ბაჩიაშვილის ხსნება ჯინ შაჰინისგან კი იმას ნიშნავს, რომ ბაჩიაშვილი მათი აგენტია