ლევან გაჩეჩილაძე – ოპოზიციას მინდა მივმართო, ისინი თუ არ „ახტებიან“ იქიდან, რომ არჩევნები წააგეს, მაშინ ისეთ ჩიხში შევლენ, რომ უფრო და უფრო დაცოტავდებიან – მარგინალიზაცია გარდაუვალია

ოპოზიციას მინდა მივმართო, ისინი თუ არ „ახტებიან“ იქიდან, რომ წააგეს, მაშინ შევლენ ჩიხში და ისეთ ჩიხში შევლენ, რომ უფრო და უფრო დაცოტავდებიან. მაგას მარგინალიზაციის პროცესი ჰქვია, რომელიც გარდაუვალია, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა ლევან გაჩეჩილაძემ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა
მისი შეფასებით, ოპოზიცია სწორი ლოგიკიდან არ გამოდის.
„შევარდნაძის რეჟიმი უკვე იმდენხანს იყო საქართველოში და გაცვეთილი იყო, რომ მართლა ყველა სიმაღლეზე, ყველა შრეში კორუფცია იყო. საზოგადოებას ცვლილებები უნდოდა და ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ცვლილებები მოხდა ქუჩიდან, მოხდა რადიკალიზმიდან, მოხდა რევოლუციით და მეტი ქარიზმა ამ რევოლუციაში მიხელ სააკაშვილმა გამოავლინა. ჩვენ დავიჯერეთ, პირველად ყველაფრის გჯერა. გამოცდილება გვაკლდა, იმ დროს ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას აკლდა ეს გამოცდილება. როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, ბავშვი ვიყავით, მაგრამ დღეს უკვე ხომ ხედავთ, იმხელა გამოცდილება გვაქვს მიღებული საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას არ სჯერა… სხვათა შორის, ოპოზიციას მინდა მივმართო და ვუთხრა, ისინი არ „ახტებიან“ იქიდან, რომ არჩევნები წააგეს, მაშინ შევლენ ჩიხში და ისეთ ჩიხში შევლენ, რომ სულ, უფრო და უფრო, დაცოტავდებიან. მაგას მარგინალიზაციის პროცესი ჰქვია,რომელიც გარდაუვალია და ეს არის პოლიტიკური კლასიკა და ესეც ჩანს იმიტომ, რომ არ „ხტებიან“ სწორი ლოგიკიდან“-განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
კომისიის წევრის ილია ინჯიას კითხვაზე, რომ „დღევანდელი რეალობაა, რომ ამ ადამიანებს მმართველობაში უნდათ დაბრუნება, ეს ხომ არ ჰგავს ერთი და იგივე ნაღმზე ფეხის დაბიჯებას“, გაჩეჩილაძე პასუხობს, რომ საზოგადოება ამას არ დაუშვებს.
„კი, მდინარეში მეორეჯერ შესვლაა. საზოგადოება იმდენად ჯანმრთელი და ყურადღებიანია, რომ დარწმუნებული ვარ, რომ აღარ დაუშვებენ“-აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ.