ლევან გაჩეჩილაძე: დარწმუნებული ვარ, რომ იურიდიულად სწორად, არგუმენტირებულად გაკეთებულ ვეტოს ჩვენი ხელისუფლებაც გაიზიარებს

„მინდა გავიხსენო ჩემი და ს ერთ პოლიტიკურ მოედანზე მოღვაწეობის ისტორია“ – რას იხსენებს ლევან გაჩეჩილაძე
გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ ბიზნესმენმა, ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა:
„მინდა გავიხსენო ჩემი და სალომე ზურაბიშვილის ერთ პოლიტიკურ მოედანზე მოღვაწეობის ისტორია, რომელიც მე სულ კარგად მახსენდება. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე ამ ქალმა, როდესაც ერთად ვხვდებოდით მსოფლიო ლიდერებს – ლავროვს, ბაიდენს, ვიქტორ იუშჩენკოს, კონდოლიზა რაისს, ხავიერ სოლანას. სალომე ზურაბიშვილი არის ქვეყნის კონსტიტუციური პირი, მთავარსარდალია და პირველ რიგში ამ მოკლე დროში მასზე არის დეესკალაცია დამოკიდებული. მას დღეს აქვს ვეტოს ისეთი უფლება, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები დაარწმუნოს იმაში, რომ ამ კანონის შინაარსი არაფრის ცუდის მომასწავებელი არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ იურიდიულად სწორად, არგუმენტირებულად გაკეთებულ ვეტოს ჩვენი ხელისუფლებაც გაიზიარებს“, – აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეგი გოცირიძე: ერთი ისტორია გამახსენდა, რაც 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა რამდენიმე პარლამენტარს ჯანდაცვის კომიტეტიდან გვთხოვა მიშამ ერედვში, ქურთასა და თამარაშენის მოსახლეობაში ძალიან ემოციური ფონია და იქნებ ჩახვიდეთ და მიხედოთო..