ლევან ბოძაშვილი 20-მდე საერთაშორისო გამოცემამ წლის ბლოკჩეინ ინფლუენსერად დაასახელა

კრიპტო იურისტი და კრიპტობანკ Yield App-ის რეგიონული მმართველი პარტნიორი ლევან ბოძაშვილი 20-მდე საერთაშორისო გამოცემამ, მათ შორის Yahoo Finance-მა, Forbes-მა, წლის ბლოკჩეინ ინფლუენსერად დაასახელა.
Forbes-ი წერს, რომ ლევან ბოძაშვილმა კანის 77-ე კინოფესტივალზე The Digital Fashion & Crypto Awards-ზე 2 ჯილდო ციფრული აქტივების ვიზიონერის (Digital Asset Visionary Award) და წლის ბლოკჩეინ ინფლუენსერის (Blockchain Influencer of the Year Award) ჯილდოები მიიღო.
„ლევან ბოძაშვილი არის ციფრული სფეროს ვიზიონერი, რომელსაც დიდი ცოდნა აქვს ბლოკჩეინის ტექნოლოგიასა და კრიპტო სამართალში. მისი გამორჩეული კარიერა მოიცავს აკადემიურ სფეროს, დიპლომატიასა და მეწარმეობას, რაც მას სანდო მრჩევლად აქცევს მთავრობებისთვის, შეძლებული პიროვნებებისთვის და გლობალური კორპორაციებისთვის. ბოძაშვილი პიონერია ბლოკჩეინის გამოყენებაში და ავითარებს მზარდ სტარტაპ ეკოსისტემებს. მისი დიდი გამოცდილება მოიცავს დიპლომატიური და ეროვნული უსაფრთხოების სფეროებს, ასევე იურიდიულ პოზიციებს საერთაშორისო სასამართლოებში. დაამთავრა ისეთი ცნობილი უნივერსიტეტები, როგორიცაა ოქსფორდის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტები“, – წერს Forbes-ი.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის დეკემბერში ის პირველი საერთაშორისო ბლოკჩეინ არბიტრაჟის დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს. არბიტრაჟი ევროპიდან და ამერიკიდან მოსამართლეებს, ადვოკატებსა და ტექნოლოგიური სამართლის ექსპერტებს აერთიანებს.