ლევან ბოძაშვილი საერთაშორისო ბლოკჩეინ არბიტრაჟის დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს

კრიპტო იურისტი და კრიპტობანკ Yield App-ის რეგიონული მმართველი პარტნიორი ლევან ბოძაშვილი პირველი საერთაშორისო ბლოკჩეინ არბიტრაჟის დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს. არბიტრაჟი ევროპიდან და ამერიკიდან მოსამართლეებს, ადვოკატებსა და ტექნოლოგიური სამართლის ექსპერტებს აერთიანებს.
ლევან ბოძაშვილის განმარტებით არბიტრაჟს ორი ფუნქცია აქვს: “კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის გამოყენებასთან დაკავშირებული დავების მოგვარება და ევროკავშირის უახლესი ხელოვნური ინტელექტის კანონმდებლობიდან გამომდინარე ხელოვნური ინტელექტის პროგრამების გამოყენებისა და თავსებადობის შემოწმება/აუდიტი. პროგრამა ვერ იქნება გამოყენებული ევროკავშირის სივრცეში ამ ტიპის აუდიტის დასკვნის გარეშე, იქნება ეს საბანკო პროდუქტი თუ სტარტაპების მიერ შექმნილი Პროგრამული გადაწყვეტები.”

საერთაშორისო ბლოკჩეინ არბიტრაჟი ამჟამად მოქმედებს მადრიდში, ლონდონში, სინგაპურსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. ბოძაშვილის განმარტებით, მსგავსი ერთეულის შექმნა საქართველოშიც იგეგმება.