ლევან ბერძენიშვილი: ჩემთვის მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია, შესაბამისად, ვტოვებ ამ დაწესებულებას

“ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია, შესაბამისად, ვტოვებ ამ დაწესებულებას და უსაყვარლეს სტუდენტებს,” – წერს ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის,  საქართველოს 38 უნივერსიტეტის რექტორები საერთო,  მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს, დაუბრუნდნენ სასწავლო პროცესს. ასევე, განცხადებაში დაგმობილია უნივერსიტეტის სახელით გაკეთებული “რუსული კანონის” საწინააღმდეგო პოლიტიკური განცხადებები.