ლევან ბერძენიშვილი: ბრძოლა, რომელშიც ჩვენ შესული ვართ, ბიძინა ივანიშვილისთვის განწირულია და ის ახალგაზრდები, რომლებიც მან დააპატიმრა, არის ჩვენი მომავალი პოლიტიკური ელიტა

ეს ბრძოლა, რომელშიც ჩვენ შესული ვართ, სთვის განწირულია და ის ახალგაზრდები, რომლებიც მან დააპატიმრა, არის ჩვენი მომავალი პოლიტიკური ელიტა, – ამის შესახებ პროფესორმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მრავალი ასეული ათასი კაცი ქუჩაში ესაა სტიქია, ესაა როგორც გრიგალი.

“4 ოქტომბერს შეიკრიბება ძალიან დიდი რაოდენობის ქართველი ხალხი იმიტომ, რომ ისეთები ამბობენ, რომ აქციაზე წასვლას აპირებენ, რომლებიც საერთოდ ნამყოფი არ არიან.

უზარმაზარი რაოდენობის ხალხი უარს ეუბნება თავის ხელისუფლებას იმ მომენტში, როცა ხელისუფლება საკუთარ თავს ებრძვის, იჭერს საკუთარ მინისტრებს და ეს პროცესი მიმდინარეობის მხოლოდ დასაწყისია.

მრავალი ასეული ათასი კაცი ქუჩაში ესაა სტიქია, ესაა როგორც გრიგალი – რა შედეგები მოჰყვება, ცუნამი იქნება თუ არ იქნება, დაემხობა ხელისუფლება იმ დღესვე თუ მოემზადება დასამხობად, არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ შემიძლია, გითხრათ –  ეს ბრძოლა, რომელშიც ჩვენ შესული ვართ, ბიძინა ივანიშვილისთვის განწირულია და ის ახალგაზრდები, რომლებიც მან დააპატიმრა, არის ჩვენი მომავალი პოლიტიკური ელიტა”, – განაცხადა  ლევან ბერძენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – ივანიშვილი ღრმა ჩიხშია, საიდანაც კარგი გამოსავალი არ აქვს, ამიტომ კიდევ ბევრ სიგიჟეს ვნახავთ – მთავარია გვახსოვდეს, რომ ყველა ეს სიგიჟე მხოლოდ რეჟიმის სხეულზე უკვე მძიმედ მოდებული სენის ახალი მეტასტაზია

ადვოკატი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 10 პირის მოსამართლეს – ვნახეთ, რა ხდებოდა მაღალჩინოსნების სახლის ჩხრეკაზე – ყველაფერს თავისი დასაწყისი და დასასრული აქვს, ვიმედოვნებ, ეს დასასრული იქნება ისეთივე მკაფიო, როგორიც მაღალჩინოსნების შემთხვევაში