ლევან ბეჟაშვილი – ჩამოვყალიბდით პოლიტიკურ გზავნილებზე, რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა უნდა გააჟღეროს აშშ-ში

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ს განცხადებით, ოპოზიციასა და მეხუთე პრეზიდენტის ს წარმომადგენლების შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ იმ ძირითად საკითხებზე, რომელიც ზურაბიშვილმა -ში პარტნიორებთან შეხვედრისას უნდა გააჟღეროს.
როგორც ბეჟაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, საუბრის თემა ასევე შეეხებოდა ხელახალ არჩევნებს.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში მიემგზავრება. ის დაესწრება ინაუგურაციის პროცესს და ეს უკვე მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტია, რითაც ნათლად ჩანს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ აღიარებენ ივანიშვილის რეჟიმის არჩევნებს და დაკომპლექტებულ მთავრობას, ისინი დგანან ქართველი ხალხის გვერდით.
მნიშვნელოვანია, რა პოლიტიკურ გზავნილებს ჩაიტანს სალომე ზურაბიშვილი. დღევანდელი შეხვედრა იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ იმ ძირითად საკითხებზე, რომელიც უნდა გაჟღერდეს ჩვენ პარტნიორებთან საუბრის დროს.
ამავე დროს არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპექტრს და სამოქალაქო საზოგადოებას მზაობა უნდა ჰქონდეს, ამ საკითხებზე მუშაობა გაგრძელდება. საუბარია დეტალური გეგმის გაწერაზე.
ძირითადად ჩამოვყალიბდით იმ გზავნილებზე, რომლებიც პოლიტიკურ გზავნილის სახით სალომე ზურაბიშვილმა უნდა გააჟღეროს აშშ-ში“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ისე მომინდა, ჩავხუტებოდი და მეკოცნა – ასეთი პატარასთვის, დალეულისთვის, ერთ წელიწადში 90 წლისასთვის, მთელი დღე რომ მუშაობს ამ დაწყევლილ, დაუნდობელ და დაქცეულ სამყაროში – და მერე თავის, თითქმის 90 წლის ქალთან მიდის”

ელენე ხოშტარია – ყველა პოლიტიკური პატიმარი არის არა მსხვერპლი, არამედ სისტემასთან მებრძოლი დაუმორჩილებლობის გამორჩეული მაგალითი – ამ დაუმორჩილებლობით, ართანამშრომლობით, ღირსებით, სიმართლის ერთგულებით დავამარცხებთ სისტემას