ლევან ბეჟაშვილი – შსს-მ საქმე აღძრა ცინიკურად სხვისი ქონების დაზიანების მუხლით – ცხადად ჩანს, რომ შსს-ა ბანდიტური ჯგუფების მფარველი – მოვუწოდებ, გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაიწყონ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ს განცხადებით, პარტიის ოფისზე თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სხვისი ქონების დაზიანების მუხლით აღძრა.
ბეჟაშვილი ამბობს, რომ ეს ცინიკურია და მოუწოდებს -ს, საქმის წარმოება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით დაიწყოს, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას.
„შსს-მ საქმე აღძრა ცინიკურად სხვისი ქონების დაზიანების მუხლით და ამაში ცხადად ჩანს, რომ შსს არის რეალური მფარველი ასეთი ბანდიტური ჯგუფებისა, რომლებიც ბოლო ორი თვის განმავლობაში ატერორებენ საქართველოს საზოგადოებას. მოვუწოდებთ შსს-ს გადაშალოს სისხლის სამართლის კოდექსი, ნახონ 225-ე მუხლი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა და მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისათვის წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა. ფაქტია, რომ მთელი შემადგენლობა სისხლის სამართლის ეს მუხლი არის გუშინდელ ღამის თავდასხმის ფაქტში განხორციელებული ამიტომ, შსს-მ ამ მუხლით უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის წარმოება და სასჯელი ამ მუხლზე არის 6-დან 9 წლამდე, რაც რეალურად იქნება პოლიტიკური ნება იმისა, რომ მათ მართლა სურთ ამ საქმის გამოძიება“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ